ვეხმიანებით მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანის კადრების გავრცელებას

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 11 ნოემბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოებერს მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში იძულებითი შესახლების კადრები გაავრცელა. სამსახურის განმარტებით, მათი მიზანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად ამისა, 2 წუთიანი და 50 წამიანი ვიდეოდან 2:30 წამი ეთმობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროცესს. 

 

აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელებიდან მალევე, სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კადრების გავრცელებისგან შეკავებისკენ მოუწოდა თუმცა უშედეგოდ. მალევე, პენიტენციურმა სამსახურმა ახალი, ამჯერად ხმოვანი ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი N18 დაწესებულებაში შესვლაზე უარს ამბობს და ითხოვს რუსთავის N12 დაწესებულებაში დაბრუნებას. 

 

გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები არის “კომპილაცია“ და არ იძლევა სრულ სურათს. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხელი სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცდილობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერების მოპოვებას, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ინსპექტორის სამსახურისთვის ამ ჩანაწერების არსებობის შესახებაც კი არ მიუწოდებია ინფორმაცია. 

 

აღნიშნული კადრების გავრცელება არ ემსახურება სახელმწიფოს მიერ დასახელებულ მიზანს. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრების გავრცელების რეალური მიზანი იყო პატიმრის მიმართ ძალის გამოყენების დემონსტრირება და ამ გზით საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შელახვა.  

 

ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსების შემლახველი ქმედებების განხორციელება.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024