კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

17 სექტემბერი 2021 image

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და მედიას გაეგზავნა მოცულობითი დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის შედეგად მიღებულ ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.

 

16 სექტემბერი 2021 image

IDFI „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებს

2021 წლის პირველ ივლისს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონის პროექტი. ინიციატივის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წელის 7 ივნისის  N1/4/693,857 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

16 სექტემბერი 2021 image

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

ბოლო წლების გამოცდილება, განსაკუთრებით კი მასობრივი მიყურადების სავარაუდო ფაქტების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ ფარული მეთვალყურეობა სისტემური გამოწვევაა საქართველოსთვის.

8 სექტემბერი 2021 image

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 126 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნა გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებული საკითხი, რაც მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მისი არჩევის რისკს შეამცირებდა და უწყების დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. 

31 აგვისტო 2021 image

ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორცელებელ რეფორმებზე და  საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. 

 

25 აგვისტო 2021 image

ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

მივიჩნევთ, რომ  ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.
 

23 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

2021 წლის 19 აგვისტოს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში გამოვლენილი 15 საუკეთესო ესეს ავტორი დააჯილდოვეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 

 

13 აგვისტო 2021 image

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. 

10 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლა

2021 წლის 2-7 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

3 აგვისტო 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზაფხულო სკოლის გახსნა

2021 წლის 3 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე IDFI-ისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.