ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის მიმოხილვა: შეფასებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ახალშექმნილი ორი უწყების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შესახებ
2023 წლის 18 დეკემბერს, ვენეციის კომისიამ მიიღო დასკვნა, რომლითაც აფასებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა (შემდგომში - სსს) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.