კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმაურება ნატალია ქაჯაიას პარლამენტში არშეშვების ფაქტს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 21 მარტი 2022

 

 2021 წლის 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს [1] სიუჟეტის მიხედვით, მიზეზი ჟურნალისტური ეთიკის წესების და პარლამენტის შინაგანაწესის დარღვევაა, თუმცა არ არის განმარტებული, რომელ სამართლებრივ ნორმას ეფუძნება აკრძალვა და ვადით ეზღუდება ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში მუშაობა [2] აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პარლამენტში არშეშვება დროში ემთხვევა მის მიერ მომზადებულ [3] სიუჟეტს, სადაც ჟურნალიტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, კრიტიკული კითხვები დაუსვა.

 

ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს საჯარო უწყებებში არ უშვებენ [4]. ბოლო პერიოდში კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მონიტორინგის სფეროში მსგავსი არაერთი შემთხვევა მოექცა [5]. რჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო უწყებების წარმომადგენლები ამით ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტებისა და მედიების დასჯას და უგზავნიან სიგნალს, რომ თუ მათთვის სასურველ სარედაქციო პოლიტიკას არ გაატარებენ, საჯარო უწყებში შესვლისა და მუშაობის საშუალებას არ მიეცემათ. საჯარო პირების მსგავსი ქმედებები ახალისებს ჟურნალიტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს ქვეყანაში და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუშვას ნატალია ქაჯაია პარლამენტში. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა იგრძნონ თავი ანგარიშვალდებულად მათი ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ არსებულ კითხვებს და გაიაზრონ მათი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
 
 
[1] ნოდარ მელაძის შაბათი: https://fb.watch/bU9FQnbg_0/ , 01:58
[2] პარლამენტის წერილი, https://tinyurl.com/4jmshb8p
[3] ნოდარ მელაძის შაბათი: https://fb.watch/bU90sTwxsh/
[4] ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება: https://tinyurl.com/2y6ajfec
[5] კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება: https://tinyurl.com/v4kkkpab
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024