3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 3 მაისი 2022

 

გვსურს მადლობა ვუთხრათ ჟურნალისტებს და მედიის სხვა წარმომადგენლებს ამ რთული პროფესიის ერთგულებისთვის. საზოგადოება ხედავს მხოლოდ ნაწილს იმ მძიმე შრომისა, რომელშიც ყოველდღიურად ჩართულია მედია.

 

სამწუხაროდ,  საქართველოში  ჟურნალისტები მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხშირად ხდებიან თავდასხმის, დისკრიმინაციის და დევნის სამიზნე. 2021 წელს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება დიდხანს დარჩება მძიმე ტრავმად ქართული მედიისათვის და მთელი საზოგადოებისათვის, ხოლო 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორთა დაუსჯელობა - სამარცხვინო ლაქად ქართული მართლმსაჯულებისათვის.

 

შეუძლებელია განსაკუთრებულად არ დავაფასოთ ქართველი თუ საერთაშორისო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტორეპორტიორების შრომა, რომლებიც ახლა რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვიყვებიან ამბებს უკრაინიდან.

 

განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებენ უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც უწყვეტად აშუქებენ რუსეთის ომს მათი ქვეყნის წინააღმდეგ. კოალიცია უერთდება  უკრაინული მედიის მხარდამჭერ კამპანიას [2], რომელიც 20 ივნისამდე გაგრძელდება და რომლის მიზანიც  საქართველოდან 100 000 ამერიკული დოლარის  შეგროვებაა. კამპანიაში უკვე მონაწილეობენ საერთაშორისო მედიასაშუალებები და ფონდები. 

 

ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარება ახლა შეუძლიათ მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებს თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვის და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის. 

 

მოვუწოდებთ საზოგადოებას თუნდაც მცირე შენატანით დავეხმაროთ უკრაინელ ჟურნალისტებს, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ მუშაობა და მსოფლიოს გააგებინონ სიმართლე ომზე, რომელმაც ისინი, გამოცდილების თუ სურვილის მიუხედავად, ომის ჟურნალისტებად აქცია.

 

უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადარჩენისთვის დონაცია: https://batumelebi.tilda.ws/forukraine  / https://www.gofundme.com/f/keep-ukraines-media-going   

 

[1] World Press Freedom Day https://bit.ly/3LCgbiP 

 

[2] ვეხმარებით უკრაინულ მედიას  https://bit.ly/3s8GvsV 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024