კოალიცია მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ეხმაურება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 10 ნოემბერი 2021

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნაწილის საჯარო გამოხმაურება და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან[1] გამიჯვნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისათვის.

 

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩა. კონფერენცია ისე წარიმართა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია დღის წესრიგში მითითებულ საკითხებზე, მათ შორის, თუ რომელი მოქმედი წევრები და რა მიზეზით ტოვებდნენ საბჭოს შემადგენლობას.[2]გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონფერენცია ჩაინიშნა არჩევნების მეორე დღეს, რა დროსაც, საზოგადოებრივი და მედია ყურადღება სწორედ საარჩევნო საკითხებზე იყო მიმართული.

 

ბუნებრივია, რომ კონფერენციის ამ ფორმით და ასეთ კონტექსტში ჩატარებამ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორებისგან.[3] გამოთქმული კრიტიკა შეეხებოდა კონფერენციის გაუმჭვირვალე, არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებას, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებების არგუმენტები დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.

 

კრიტიკაზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, ნაცვლად საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისა, ადმინისტრაციული კომიტეტი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აქცენტით სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო აქტორებს  სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, იმთავითვე გულისხმობს მაღალ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ მიმდინარე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცესები თუკი საზოგადოებრივ კრიტიკას იმსახურებს, ეს სრულებით ლოგიკურია და არ უნდა შეფასდეს ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ კომიტეტს არ აქვს მანდატი, განცხადებას ავრცელებდეს იმგვარ კონტექსტში, რომ თითქოს ეს არის მთლიანად სასამართლო კორპუსის პოზიციები. სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მონოლითური ერთობა, სადაც ცალკეულ მოსამართლეებს არ გააჩნიათ განსხვავებული, კრიტიკული პოზიციები.

 

ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების პრობლემურობა ნათლად წარმოაჩინა იმანაც, რომ მომდევნო დღეებში მას რამდენიმე მოსამართლე საჯაროდ გაემიჯნა. განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა განცხადების პათოსი და მათ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ საკუთარი მადლიერება და პატივისცემა საჯაროდ დააფიქსირეს.

 

არსებულ კონტექსტში სასამართლოს შიგნით არ არის წახალისებული განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ასეთი მოსამართლეები შესაძლოა არაერთგზის დაექვემდებარონ შიდა-კრიტიკას. სწორედ ამიტომ, მივიჩნევთ, რომ სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებისათვის, აუცილებელი შინაარსობრივი პროცესების დასაწყებად, სასამართლო სისტემაში განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობა, მისი მხარდაჭერა და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა, რომ სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ე.წ. კლანი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე ზემოქმედებისათვის:

 

- მოვუწოდებთ, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს, ღიად და საჯაროდ ისაუბრონ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე;

 

- გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე დავიცვათ მოსამართლეების ინტერესები, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, მათ წინააღმდეგ პირდაპირი ან ირიბი გზით სხვადასხვა სახის სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში.

 

______

 

[1]საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება, ელექტრონულად ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3H1KoFZ.

[2]კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3kgEpDB.

[3]იხ. აშშ-სსაელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულად ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EOPy6s; საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ, ელექტრონულად ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3k9FDAa.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024