სამუშაო შეხვედრა ციფრული კონტენტის რეგულირების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 28 იანვარი 2022

 

2022 წლის 26 იანვარს, IDFI-მ გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ციფრული კონტენტის რეგულირების გამოწვევებსა და მათ საპასუხოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. 

 

სამუშაო შეხვედრაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებული მხარეებისთვის განსახილველად წარმოადგინეს IDFI-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული უფლებების უკეთ დაცვისკენ არის მიმართული.  

 

 

 

რეკომენდაციები მომზადდა ანალიზის საფუძველზე, სადაც მიმოხილულია ციფრულ უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ინტერნეტზე წვდომა და ციფრული უსაფრთხოება, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება.

 

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა გამოყვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და პრობლემური საკითხი:

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილება და დაუშვებელი პროდუქციის განმარტების პრობლემური საკითხები, ამავე საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი არსი, დაბლოკილი ან სხვადასხვა მიზეზით შეზღუდული ვებგვერდების სტატისტიკის წარმოება და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა, ელექტრონული კომუნიკაციების ტერმინების დეფინიციის განახლების საჭიროება, კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და ა.შ. 

 

Სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება IDFI-ის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული უფლებების დაცვის კუთხით სისტემურ გამოწვევებს ეხება. 

 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით ციფრული უფლებების გაძლიერება - ფარგლებში, რომელსაც IDFI შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BST) მხარდაჭერით ახორციელებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024