კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

23 ივნისი 2016 image

უახლესი ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტში

აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტი წარმოადგენს ფედერალურ კანონს, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების საჯაროობის სტანდარტებს, განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას და არეგულირებს ინფორმაციის გასაჯაროების გამონაკლისებს. IDFI-ს სტატია მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლების აქტში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 

10 მაისი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში

მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში სხვა საკითხებს შორის მიმოიხილავს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ინფორმაციის თავისუფალი მიღებისა და გავრცელების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებით. 

 

4 მაისი 2016 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე: IDFI - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

ბმულზე იხილეთ სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ. სტატიაში მიმოხილულია თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართვლოს უზენაეს სასამართლოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგენენ შსს-ს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

4 აპრილი 2016 image

მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე

კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წარმოდგენილია კოალიციის წევრების მოსაზრებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. ისინი თვლიან, რომ ამ საკითხების განხილვა და გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესის გაძლიერებას და შერჩეული რეფორმის მიმართულების სწორად წარმართვას. 

24 მარტი 2016 image

კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ე.წ. ოდეერების საქმიანობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად გაართულებს

მოქმედ კანონმდებლობას 2015 წლის 27 ოქტომბერს დაემატა დათქმა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები „რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული.

21 მარტი 2016 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. არსებული მდგომარეობით თავად სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წესით უნდა გაიცეს სასამართლო გადაწყვეტილებები. IDFI-მ გადაწყვიტა გაცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ქვემოთ წარმოგიდგენთ აღნიშნული შესწავლა-ანალიზის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს.

21 იანვარი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის (მეორე გამოცემა)

ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი საჯარო დაწესებულებებისთვის არის IDFI-ის მიერ მომზადებული რიგით მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი. ნაშრომი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე. 

25 დეკემბერი 2015 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა EBRD-ის ბენეფიციარ ქვეყნებში

კვლევამ ცხადყო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. განსაკუთრებით პრობლემურად არის შეფასებული ის, რომ გადაწყვეტილებათა ონლაინ გამოქვეყნება ხდება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შემთხვევაში. ნაშრომში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები სრულყოფილი სახით.

6 ოქტომბერი 2015 image

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (მიღებული მეორე მოსმენით) სამართლებრივი ანალიზი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უზრუნველყოფს მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით საჯარო სამსახურის გაუმჯობესებულ რეგულირებას, თუმცა მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა მისი დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით, ასევე კანონპროექტით შემოღებული სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის მისაღწევად.

25 სექტემბერი 2015 image

სასამართლომ შსს-სა და მთავარ პროკურატურას გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.