კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

4 ივნისი 2015 image

საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკა (2012-2014)

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

23 მარტი 2015 image

რამდენად მწვავედ დგას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება საქართველოში

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. დეტალური ინფორმაციისთის იხილეთ სტატია. 

30 იანვარი 2015 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

როგორც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, 2015 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

23 იანვარი 2015 image

სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი შსს–ს წინააღმდეგ

2014 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. შედეგად სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილად მიაწოდოს ინსტიტუტს ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

16 იანვარი 2015 image

გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა, 1500 ლარის ოდენობით კლდიაშვილს უკან დაუბრუნდება. ბრალდების მხარეს უფლება აქვს 5 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

12 დეკემბერი 2014 image

სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ კვლავაც ხელმიუწვდომელია

წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 

2 დეკემბერი 2014 image

საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილები შევიდა

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 14 ნოემბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში. ახლად შესული ცვლილებები აწესებს ახალ რეგულაციებს, როგორც საქართველოში ბინადრობის მოწმობის, ისე საიმიგრაციო ვიზის მიღებით დაინტერსებულ პირთათვის. საერთო ჯამში კანონპროექტში შესული ცვლილებები პოზიტიურად უნდა იქნეს შეფასებული. IDFI მიესალმება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაქცია მოახდინა კანონთან დაკავშრებით სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკასა და შენიშვნებზე.  

22 ნოემბერი 2014 image

პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, შესწავლილი იქნა, რამდენად უზრუნველყო 133 საჯარო დაწესებულებამ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

31 ოქტომბერი 2014 image

უკანონო მოსმენების გამო პასუხისგებაში მიცემულ მოხელთა რაოდენობა კვლავ უცნობია

2014 წელს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ინფორმაცია 2009–2014 წლების განმავლობაში იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგ ქმედებებზე. უწყებებიდან მიღებული პასუხების სანახავად იხილეთ ბლოგი. 

8 სექტემბერი 2014 image

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.