კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

3 სექტემბერი 2015 image

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პაკისტანის კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი

მოცემული დორისთვის საქართველოში მიმდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირება. ამ პროცესში კი ყურადსაღებია არამარტო განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, არამედ ისეთი ქვეყნის გამოცდილებაც, როგორიც პაკისტანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ პაკისტანის კანონის პროექტი შეფასდა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საუკეთესო კანონმდებლობის მქონე ქვეყანა ინფორმაციის თავისუფლების გლობალური რეიტინგში. წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა. 

25 აგვისტო 2015 image

რამდენად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია?

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კომისიის შემქნის დღიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

3 აგვისტო 2015 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ს წინააღმდეგ, შესაბამისად ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა უწყება დეტალური სახით გაეცა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

8 ივლისი 2015 image

ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების სტატისტიკა

2015 წლის 15 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ IDFI-ის მიაწოდა 2010-2015 წლებში ხე-ტყის ჭრის, თევზჭერისა და ნადირობის უკანონო ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

8 ივლისი 2015 image

პროკურატურის რეაგირება 2012 წლის შემდეგ უწყებაში შესულ განცხადებებზე

2014 წლის 22 დეკემბერს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობისა და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ.

26 ივნისი 2015 image

ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა საქართველოში

სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად ეჭვქვეშ აყენებს დღესდღეობით საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ეფექტურობას, ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით.

26 ივნისი 2015 image

IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის მორიგი ანგარიში 2014 წლისთვის. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საუბრისას ანგარიშში არაერთხელ არის მოხსენიებული IDFI. ის ერთის მხრივ ხაზს უსვამს IDFI-ს დირექტორის გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ მითითებას აკეთებს IDFI-ს კვლევებზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.

25 ივნისი 2015 image

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამართლებრივი ანალიზი

მიმდინარე წლის ივნისში საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით დაიწყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები. აღნიშნული მიზნად ისახავდა კანონპროექტის საზოგადოების სხვადასხვა სფეროების მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობასა და შესაბამისად მათგან მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებას. წარმოგიდგენთ IDFI-ს მიერ მომზადებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამართლებრივი ანალიზსა და რეკომენდაციებს.

24 ივნისი 2015 image

2010-2015 წლებში საზღვარგარეთ საქართველოს დაკავებული და დეპორტირებული მოქალაქეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან  მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე.

11 ივნისი 2015 image

IDFI-ს უფლებათა დარღვევის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში

2015 წლის 29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. აღიშნულ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ფაქტებთან ერთან შესულია, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ IDFI-ის უფლების დარღვევისა და IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების საქმეები.