სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა EBRD-ის ბენეფიციარ ქვეყნებში
კვლევამ ცხადყო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. განსაკუთრებით პრობლემურად არის შეფასებული ის, რომ გადაწყვეტილებათა ონლაინ გამოქვეყნება ხდება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შემთხვევაში. ნაშრომში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები სრულყოფილი სახით.