კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

2 მაისი 2018 image

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელებისა და წარდგინებების განხილვის ვადები

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებულია, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ორივე შემთხვევაში ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 2 თვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.

30 მარტი 2018 image

2017 წლის ღია და დახურული საჯარო უწყებები

IDFI-ს მიერ 2010-2017 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 45 310 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, საიდანაც პასუხი მიღებულია 37 511  მოთხოვნაზე. 2010-2017 წლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2017 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა 88%-ს შეადგენს. 

28 მარტი 2018 image

2017-2018 წლებში კანონის უზენაესობის მდგომაროება საქართველოში საგრძნობლად გაუარესდა

IDFI-ის მიერ მომზადებული შედარებითი ანალიზის მიზანია „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს მაჩვენებლების განხილვა 2012 წლიდან დღემდე, კონკრეტული მიმართულებებით არსებული პროგრესისა და რეგრესის გამოვლენა და საქართველოს შედეგების შედარება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მაჩვენებლებთან.

9 მარტი 2018 image

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა

2017 წლის 31 ივლისს, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა. კერძოდ, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემა მოითხოვა.

12 იანვარი 2018 image

საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის

IDFI წარმოგიდგენთ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებათა სტატისტიკურ ანალიზს, ისევე როგორც არსებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას. გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით კვლევის ბოლოს წარმოდგენილია IDFI-ის რეკომენდაციები.

12 იანვარი 2018 image

რეესტრის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის სოფიო ჩაჩავას მიერ და ეხება საჯარო რეესტრის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბერიხ გადაწყვეტილების შეფასებას.

28 დეკემბერი 2017 image

რა მიმართულებებს აძლევს ნარკოპოლიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის ვახუშტი მენაბდის მიერ და ეხება მარიხუანას მოხმარებისთვის განსაზღვრული სისხლისამართლებრივი სანქციის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილების შეფასებას.

27 დეკემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2017)

IDFI „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტს”, რომლის მიზანია სასამართლოს საქმიანობის ზოგადი მონიტორინგი და შეფასება, ასევე, პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობის გზით სასამართლოს შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.

20 დეკემბერი 2017 image

IDFI-მ გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI-მ) სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

17 ნოემბერი 2017 image

სამოქალაქო საზოგადოების პარალელური შეფასება საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნის 16.10.2 ინდიკატორის შესრულების შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად IDFI-მ შეაფასა, თუ რამდენად სრულდება საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მზნების 16.10.2 ინდიკატორი, რომელიც თავის თავში სახელმწიფოს მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. კვლევის მეთოდოლოგია და შეფასების შედეგები გთხოვთ იხილოთ სრულ ანგარიშში.