კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს

განცხადებები 10 თებერვალი 2020
 
 
 
 
 
 
 
 
 
გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ „TV პირველის“ გუნდის მიმართ. მცირე ფინანსური და ტექნიკური რესურსის მიუხედავად, მედიის პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მაუწყებელი ახერხებს ობექტური და მაღალკვალიფიციური მედიაპროდუქტების შექმნას. ეს შედეგები განსაკუთრებული მონაპოვარია, რაც არაერთ შიდა / საერთაშორისო დასკვნაში აისახა დადებითად.
 
 
ყველასთვის ცხადია, რომ თავისუფალი „TV პირველის“ არსებობა მნიშვნელოვნად ცვლის მედიაგარემოს საქართველოში. თუმცა ამ არხის ჟურნალისტების და მენეჯმენტის სამუშაო გარემო ყოველთვის არ არის სათანადოდ დაცული ჩარევისაგან.
2020 წლის 06 თებერვალს „TV პირველის“ დამფუძნებლების ოჯახის წევრის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაუწყებლის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით - მამამ, ავთო წერეთელმა გონება სამსახურში დაკარგა, ის ნერვიულობდა მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და ვარაუდობდა, რომ მალე დააპატიმრებენ. ვატო წერეთლის შეფასებით, ეს სიცოცხლით ვაჭრობის პრეცედენტია. ის მიიჩნევს, რომ ევაჭრებიან თავისუფალ მედიას - „TV პირველს“ და ავთო წერეთელმა ამდენ სტრესს ვერ გაუძლო. ის პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს მათი არხის წინააღმდეგ ბრძოლას.
 
 
მაუწყებლის გუნდი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად, ეს არხი დარჩება კრიტიკულ მაუწყებლად. „ვერავის ახირების და მოთხოვნების გამო ჩვენ ამ მოვალეობას ვერ გადავუხვევთ. ჩვენ ვიქნებით ისეთები, როგორიც ვართ და ვიდრე ვართ. ამის თქმის შესაძლებლობას ჟურნალისტური გუნდის შეგნებული არჩევანის გარდა, მე მაძლევს „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის შემართება და პრინციპულობა“ - განაცხადა მაუწყებლის ეთერით წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა.
 
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ნაწილში, სადაც საუბარი იყო სამ, უპირობოდ შესასრულებელ მოთხოვნაზე, ორი საკითხი „TV პირველისა“ და „არტარეას“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხებოდა. კოალიცია მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას ჰგავდა და მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოძიებისათვის, რათა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად ყოფილიყო გაცემული. მიუხედავად ამ მაღალი საჭიროებისა, ხელისუფლებამ გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა.[1]
 
 
აღნიშნულის ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ ამავე საკითხზე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს, რომელში მონაწილეობის ფონზე 2020 წლის 06 თებერვალს ტელეკომპანიის დამფუძნებლის ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ.
 
 
„TV პირველის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, რადგან ასევე კრიტიკული მდგომარეობაა სხვა დამოუკიდებელი მედიამენეჯერების და დამფუძნებლების საქმიანობის თავისუფლების შემთხვევებშიც.
 
 
დამოუკიდებელი მედია ერთ - ერთი აუცილებელი და საიმედო ინსტრუმენტია დემოკრატიის განვითარებისათვის ნებისმიერ ქვეყანაში. ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიები მხოლოდ სიტყვის თავისუფლებით შეიძლება შენარჩუნდეს, ხელისუფლება კი ვალდებულია მოქალაქეებს და ორგანიზაციებს შეუქმნას თავისუფალი არსებობისთვის საჭირო ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა. განსაკუთრებული გამოწვევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფა.
 
 
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შეაჩეროს მედიის თავისუფლებისათვის შექმნილი რისკები.
 
 
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ირგვლივ წარმოქმნილ კრიზისებს.
 
 
კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესს. ვწუხვართ, რომ აქამდე არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებს დაემატა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანიც.
 
___
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე

30.09.2020

საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში

29.09.2020

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

29.09.2020

ცენზურა საბჭოთა კავშირში

29.09.2020
განცხადებები

IDFI-ს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე

24.09.2020

არასამთავრობოები მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის გაასაჯაროებას მოითხოვენ

11.09.2020

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

08.09.2020

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას

20.08.2020
ბლოგპოსტები

კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი

03.09.2020

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას

02.09.2020

რუსული სპორტი და პოლიტიკა

13.08.2020

12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები

07.08.2020