საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 23 იანვარი 2020

23 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“  პრეზენტაცია გამართა.

 

კვლევა აანალიზებს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის: უზენაესი სასამართლოს როლი და ადგილი სასამართლო სისტემაში, მისი დაკომპლექტება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, თავმჯდომარის/მოსამართლეთა პასუხისმგებლობა, უზენაესი სასამართლოს პლენუმის კომპეტენცია, პალატების მუშაობა და საქმეთა განაწილება. გარდა ამისა, ანგარიში აფასებს 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და განიხილავს  პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ და USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა, ადამ შმიტმა.

 

"კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა დროული გადაწყვეტა არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.  ჩვენი ანგარიშის მიზანია უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და ხარვეზებისი დენტიფიცირება, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შეთავაზებით უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმირების მხარდაჭერა." - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად მიგნებებს:

 

- მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ითვალისწინებს სათანადო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპის საფუძველზე;

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას სამ ეტაპიანი ფარული კენჭისყრა ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას;

 

- პირველი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ამ ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მითითებულია კანდიდატის განაცხადში;

 

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, საბჭოს წევრების მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში, ასევე პირველი ფარული კენჭისყრისას ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზებს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა;

 

- პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა ცხად წარმოდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არ ითვალისწინებს გარე ექსპერტების სავალდებულო ჩართულობას, არ ადგენს ექსპერტებისა და პარლამენტის წევრების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას;

 

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესი ხარვეზიანია, ვინაიდან პირველ ეტაპზე ხმათა 2/3-ის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.შესაბამისად, მეორე კენჭისყრისას არამოსამართლე წევრებს არ აქვთ არავითარი გავლენა შერჩევის პროცესზე;

 

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მინიჭებული აქვს ცალკეული ფართო უფლებამოსილებები, ასევე იკვეთება ფუნქციების დუბლირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან;

 

- კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს პლენუმს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს, გარდა ამისა,იკვეთება კომპეტენციების დუბლირება პლენუმსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის;

 

- დამკვიდრებული პრაქტიკით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, მოსამართლეს დროებით ეკისრება სხვა პალატის შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელება.შედეგად, ეს მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ სამივე პალატის ქვემდებარე საქმეები.უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები შაბლონურია;

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქმე ეწერება სხდომის თავმჯდომარეს/მომხსენებელ მოსამართლეს.წესი დამატებით არ ითვალისწინებსკოლეგიის სხვა 2 წევრისშერჩევის პროცედურას, რაც აჩენს კოლეგიური შემადგენლობის თვითნებურად დაკომპლექტების რისკს.

 

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმის მხარდასაჭერად.

 

 

კვლევა მომზადდა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

 ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

/public/upload/Magda/Presentation of the Report on Institutional and Legal Framework of the Supreme Court of Georgia/Supreme_Court_of_Georgia_Geo.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024