საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა

პროექტები | დასრულებული პროექტები 15 დეკემბერი 2018

 

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პროექტის ნომერი: G-1584-18-211-3024-20
გრანტის ოდენობა: 25, 852 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დეკემბერი, 2018 – 31 იანვარი, 2020

 

პროექტის აღწერა

 

პროექტი შეეხება უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობის, უფლებამოსილებებისა და ფუნქციების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის, გათავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მოსამართლეთა სპეციალიზაციისა და საქმეთა განაწილების საკითხის შესწავლას.


კონსტიტუციის ახალი რედაქციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ ირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 10 წლის ვადით. პროექტი ითვალისწინებს რეკომენდაციების წარდგენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, ასევე არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესწავლის საფუძველზე საბოლოო კვლევის ანგარიშის მომზადებას.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.

 

პროექტის ამოცანები


- უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

 

- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების წარდგენა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;

 

- შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან.

 

აქტივობების განრიგი

 

 

პროექტის ბიუჯეტი

 

 

/public/upload/Magda/Keti Kukava/grant agreemant.pdf

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024