წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 24 იანვარი 2019

 

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით,  წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

 

იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს, კოალიციას მიაჩნია, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24  დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში. კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

 

რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნევლყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესიით სიის განხილვა და დამტკიცება. არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას. 

 

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

 

- დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

 

- არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

 

- პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესის მთავარი ელემენტები უნდა იყოს:

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ღია კონკურსის გამოცხადება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას ყველა მსურველმა, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ კონკურსში;

 

- კანდიდატის ვალდებულება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მის შესახებ, მაგალითად: სრული დეტალური ბიოგრაფია, რომელიც მოიცავს სრულ პროფესიულ კარიერას, მათ შორის აკადემიურ საქმიანობას (სამუშაო გამოცდილებაში ზუსტი თარიღებისა და უშუალო ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებით); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან გაეროს კომიტეტს თუ აქვს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე საქმესთან დაკავშირებით, სადაც კანდიდატი მოსამართლე ან პროკურორი იყო; როგორც ადვოკატს თუ აქვს ნაწარმოები საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ან/და საერთაშორისო არბიტრაჟებში; შემოსავლის წყაროები ბოლო 6 თვის განმავლობაში და ა.შ.

 

- საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შემოწმება ღია მოსმენით, დამსახურების პრინციპისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;

 

- საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირება მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით; გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და საბჭოს მიერ პარლამენტისთვის სულ მცირე, 3 კანდიდატის წარდგენა თითოეულ ვაკანსიაზე;

 

- იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, კომპეტენცია და მის მიერ კანდიდატის შეფასება; კერძოდ სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მაღალი რეპუტაციის მქონე 7 წევრისგან, რომელთაგან 2 წევრს ასახელებს უმრავლესობა, 2 წევრს უმცირესობა, ერთი არის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ერთი სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო 1 ექსპერტს ასევე ასახელებს სახალხო დამცველი. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯგუფის წევრთაგან უნდა აირჩიოს თავად სამუშაო ჯგუფმა;

 

- კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალებისა და ინფორმაციის, ასევე თითოეულ კანდიდადზე საბოლოო დასკვნის ხელმისაწვდომობა იურიდიული კომიტეტისათვის,

 

- კანდიდატის საჯარო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მედიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადაიღოს გასაუბრების პროცესი;

 

- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა; ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიუხედავად კომიტეტის დასკვნის შინაარსისა. 

 

კოალიციის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს თან ერთვის  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები და მოსამართლეობის მსურველი პირის მიერ კონკურსში მონაწილეობისთვის წარსადგენი  დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

 

/public/upload/IDFI_2019/rule_of_law/research_on_supreme_court_of_georgia.pdf

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024