მოსაზრებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 27 ივნისი 2017

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც აღნიშნული კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად.

 

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ტექსტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მისი მომზადების პროცესში. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის აქტიური მონაწილე და აღებული აქვს ვალდებულება გააუმჯობესოს კანონშემოქმედებით პროცესის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი (იხ. კანონპროექტის სამუშაო ვერსია და განმარტებითი ბარათი).

 

შეთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. კერძოდ:

 

კანონის პროექტი ზღუდავს  საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. მაუწყებლის მიერ განხორცილებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად. ცვლილების არსებული სახით მიღების  შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არამარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას, სამეურვეო საბჭოს ფუნქცია-მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

 

ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

 

- კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომით უფლებების დაცვის ხარისხს.

  

თითოეული პრობლემის დეტალური აღწერა და ხელმომწერი ორგანიზაციების პოზიცია სიღრმისეულად არის განხილულ მოცემულ დოკუმენტში. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა. შესაბამისად პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გაასაჩივრებს მას საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/media_internet_telecommunications/vies_on_draf_law_on_public_broadcaster.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ექსპორტირებული მონაცემები

06.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025
განცხადებები

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024