კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

24 იანვარი 2019 image

წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით,  წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

21 დეკემბერი 2018 image

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

ანგარიშში წარმოდგენილია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმ აქტივობების შესრულების შეფასება, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხებს ეხება.

19 დეკემბერი 2018 image

ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შესახებ ახალ დებულებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა

ევროპულმა კომისიამ კანონისმიერი დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისია) პროკურატურის შესახებ კანონის პროექტში ასახულ საპროკურორო საბჭოს დებულებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. მოსაზრებაში მოკლედაა მიმოხილული ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც პროკურატურის შესახებ კანონში აისახა, მისი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზების მიზნით და ასევე განხილულია კანონის ახლი რედაქციის ნაკლოვანებები.

10 დეკემბერი 2018 image

იცი თუ არა როდის იზღუდება შენი გამოხატვის თავისუფლება?

გააკეთეთ IDFI-ის ტესტი და გაიგეთ, რამდენად იცნობთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ამ მიმართულებით.

5 დეკემბერი 2018 image

საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. 

 

16 ნოემბერი 2018 image

თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას

IDFI-ის ანალიზი შეეხება დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.  დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს თანამდებობის პირების სასარგებლოდ იღებს.

14 ნოემბერი 2018 image

გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგი გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ

საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების პროკურორებმა და გამომძიებლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, და საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

5 ოქტომბერი 2018 image

IDFI-ის მოსაზრებები „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტს „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. კანონის პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები პარლამენტში 2018 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა.

20 ივლისი 2018 image

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

8 ივნისი 2018 image

ლგბტ პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანის უფლების მინიჭების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების ანალიზი

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია კონსტიტუციონალისტ გიორგი გოცირიძის მიერ და ეხება სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებას, რომლითაც სასამართლომ უარი თქვა განეხილა ლგბტ პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანის უფლების მინიჭების საკითხი.