ინტერნეტის თავისუფლება და ციფრული უფლებები საქართველოში: ანგარიშის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 1 თებერვალი 2022

2022 წლის 1 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BST) მხარდაჭერით, ციფრული უფლებების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია  და პანელურ დისკუსია გამართა.

 

IDFI-ის მომზადებული ანგარიში მიმოიხილავს ციფრულ უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა და ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება.

 

ღონისძიება გახსნა IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა, IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა კი წარმოადგინა ანგარიშის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

 

ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და როგორც ადგილზე მოსულ სტუმრებს, ასევე Zoom-ის პლატფორმით მონაწილეებს, ჰქონდათ შესაძლებლობა  დასასრულს ჩართულიყვნენ პანელურ დისკუსიაში საქართველოში ციფრული უფლებების რეგულირების გამოწვევების შესახებ. მონაწილეებმა წარმოადგინეს ამ გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული რეკომენდაციები და მოსაზრებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო, სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სპეციალისტები და ექსპერტები.

 

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომანდაციები, რომელთა შესახებ ღონისძიების ფარგლებში დისკუსია წარიმართა, შემდეგი იყო:

 

- ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვის მოქმედი სამართლებრივი მოდელი წარმოშობს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების დაუსაბუთებელი და არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს.

 

- ცხადად არ არის განსაზღვრული ინტერნეტ სერვის პროვაიდერის და დომენის რეგისტრატორის უფლებები და ვალდებულებები ინტერნეტ კონტენტის შეზღუდვის თვალსაზრისით;

 

- ინტერნეტ „კონტენტის“ შეზღუდვის არსებული მოდელი არ არის გამჭვირვალე. საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები დაბლოკილი ვებგვერდების/ინფორმაციის და მომთხოვნი დაწესებულებების თაობაზე.

 

- საქართველოს კანონმდებლობა კომუნიკაციების კომისიას ანიჭებს, ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას. სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არ მოდიფიცირებულა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად.

 

ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები:

 

- საკმარისი სიცხადით უნდა განისაზღვროს ინტერნეტ „კონტენტის “სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მკაფიოდ განისაზღვროს ინტერნეტ სერვის პროვაიდერისა და მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტთა როლი, მტკიცებულებითი სტანდარტი და პროცესი თანმხლები პროცესუალური გარანტიები. 

 

- ინტერნეტ „კონტენტის“  ბლოკირებისა და ფილტრაციის გამჭვირვალობა უდნა გაიზარდოს. უნდა შედგეს და გამოქვეყნდეს პერიოდული ანგარიშები აღნიშნული მექანიზმის გამოყენების თაობაზე.

 

- ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის არსებული მოდელი უნდა  გაუქმდეს ან ჩამოყალიბდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

    

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია ბმულზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024