თელარა გელანტიამ IDFI-ს სამართლებრივი მხარდაჭერით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 19 სექტემბერი 2022

IDFI სამართლებრივ დახმარებას უწევს „ბიზნეს მედია საქართველოს“ (BMG) ჟურნალისტ, თელარა გელანტიას, საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე.


2022 წლის 12 სექტემბერს თელარა გელანტიას არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მთავრობის სხდომას, დაესვა საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვები და შეესრულებინა მისი პროფესიული მოვალეობა.


როგორც თელარა გელანტია ამბობს, მთავრობის ადმინისტრაციამ სხდომაზე არდაშვების მიზეზად დაასახელა ის, რომ ჟურნალისტი სვამდა ბევრს შეკითხვებს და არღვევდა წესებს, რითიც ხელს უშლიდა კოლეგებს საქმიანობაში. თელარა გელანტია 10 წელია აშუქებს მთავრობის სხდომებს და მთელი ამ დროის განმავლობაში მთავრობისგან „წესების დარღვევის“ შესახებ გაფრთხილება, შეტყობინება ან/და სხვა ტიპის კომუნიკაცია არ მიუღია.


აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.


ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ მთავრობის ადმინისტრაციის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება უკავშირდება ჟურნალისტის მიერ 2022 წლის 9 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს მთავრობის რეგლამენტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ აქვეყნებს მიღებულ განკარგულებებს. აღსანიშნავია, რომ განკარგულებების ხელმისაწვდომობის საქმეზე IDFI უკვე ორი წელია დავობს სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა არსებითი განხილვის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ არის ჩანიშნული.


ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ მის მიმართ არათანასწორი მოპყრობის გამო დაარღვია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რის გამოც დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით IDFI-ს წარმომადგენლობით 2022 წლის 15 სექტემბერს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტის მიმართ არათანასწორი მოპყრობა მედიის მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მორიგი გამოხატულებაა რაც, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით შეიმჩნევა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამგვარი ქმედება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024