არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ივლისი 2024

15 ივლისს, საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას გააცნო კვლევის „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევა“ შედეგები, რომელიც აფასებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადებაზე ხელმომწერი 474 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის  გამჭვირვალობას შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (1. ვებ-გვერდი 2. დონორის დასახელება/ლოგო  3. პროექტის დასახელება  4. გრანტის ოდენობა  5. პროექტის/გრანტის ვადა  6. წლიური ანგარიში  7. ორგანიზაციის გუნდი).

 

IDFI-ს შეფასებით ამ კვლევის რეალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საჭიროებაზე პროპაგანდის გაძლიერება და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასება.  

 

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების მთავარ საზომ ინდიკატორს ჩვენი აზრით წარმოადგენს თავად სახელმწიფო უწყებებში ამ კუთხით არსებული მდგომაროება.  Აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან საქართველოს საჯარო დაწესებულებებს გაუჩნდათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება.  Საქართველოს მთავრობის დადგენილებით  განისაზღვრა იმ მინიმალური საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც  საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდებზე.  Კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ნუსხა, აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანოების  საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული  ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და არის სავალდებულო. 

 

თუმცა, წლების განმავლობაში  IDFI-ს კვლევები ადასტურებდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა არ უზრუნველყოფდა მთავრობის დადგენილებით დაკისრებული მინიმალური  ვალდებულებების შესრულებასაც კი.  მეტიც, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს ვიდრე ბოლო წლებში. მაგალითად, 2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, ხოლო 2019-2023 წლებში ეს მაჩვენებელი 50-60%  მერყეობდა. 2022 წლიდან ასევე, მკვეთრად გაუარესდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი. კერძოდ,  უპასუხოდ დარჩა მოთხოვნების 42%, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო. 

 

Პარტია ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, IDFI დაინტერესდა, სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით.  მონიტორინგი ჩაუტარდა  14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) ვებ-გვერდს და შეფასდა 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორია (2024 წლის პირველი კვარტალის (კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში) და 2023 წლის (წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში).

 

მონიტორინგმა აჩვენა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია  არ აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს  მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია,  65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია,  რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს  მთავრობის დადგენილებითვე  განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას.  ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს  და 3 წელზე მეტია არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. 

 

საჯარო ფინანსების განკარგვასთან და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გაუმჭვირვალობის ფონზე, კიდევ უფრო პრობლემურია, ამ კატეგორიის მონაცემებზე საჯარო ინფორმაციის არ გაცემა.  მაგალითად, 2023 წელს არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უწყებამ IDFI-ს სრულყოფილად არ მოაწოდა  სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია დეტალური მახასიათებლებით, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი და სარგოები და სხვა.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024