ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო კოალიციის განცხადებას ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 აგვისტო 2022

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE) 10 აგვისტოს გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომლითაც ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს.

 

CCJE-ის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კონკურსის დაჩქარებული წესით წარმართვა, ისე რომ პოტენციურ კანდიდატებს შესაძლოა არც ჰქონოდათ მის შესახებ ინფორმაცია, აჩენს კითხვებს თავად კონკურსის სამართიანობასა და მის ხარისხზე. განცხადებაში აგრეთვე პრობლემურად არის წარმოჩენილი ის, რომ კონკურსის თაობაზე მანამდე ინფორმირებული არ ყოფილა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრი საქართველოს კვოტით - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რომელიც ამ პოზიციაზე 2024 წლამდეა გამწესებული. CCJE აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ნინო ბაქაქურის მუშაობა საკონსულტაციო საბჭოში არის მაღალი პროფესიული სტანდარტების და საბჭო მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას იღებს მისგან სამუშაო ჯგუფებსა თუ პლენარულ შეხვედრებში.

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიცია. კოალიციის კრიტიკას იზიარებს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს კონკურსის მაღალი სტანდარტებით წარმართვა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება მათი კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა.

 

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, განმარტოს შესარჩევი კონკურსის გამოცხადების მიზეზები იმ პირობებში, როდესაც, საქართველოს კვოტით, მინიმუმ 2024 წლამდე, აღნიშნულ პოზიციას მოსამართლე ნინო ბაქაქური იკავებს და მას, წევრობის ვადამდე შეწყვეტის თხოვნით, უფლებამოსილი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024