მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 22 სექტემბერი 2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა. მისივე განცხადებით, ხდებოდა დაბარება კაბინეტში და „ქუჩური წესებით საქმის გარჩევა“, რათა მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. 

 

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ 2011 წლის თებერვალში 10 წლიანი ვადით დაინიშნა.  2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა. ალავიძე ჯერ კიდევ 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი  ადასტურებდა, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ. კლანის არსებობას.

 

ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა. როგორც ცნობილია, 2017 წელს, ალავიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმე განიხილა და 8 კოლეგასთან ერთად კერძო მაუწყებელი  ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების არსებობის თაობაზე წლებია ისმის დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებები. სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ბოლო დროს ყოფილი მოსამართლეების  მხრიდან გავრცელებული უმძიმესი ბრალდებებიც მიუთითებს. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

 

 

- მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.

 

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

 

 

- შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კამპანიის „გმირობის ნაყოფის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

07.12.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

04.12.2023

IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

01.12.2023

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

27.11.2023
განცხადებები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება

10.11.2023

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

30.10.2023

ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

18.10.2023
ბლოგპოსტები

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023

საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

05.10.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023