ონლაინ დისკუსია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 27 მაისი 2021

27 მაისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გამოწვევების შესახებ ონლაინ დისკუსია და ანგარიშის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა” პრეზენტაცია გამართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

 

“მინდა ყველა მონაწილეს, ყველა დამსწრეს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას წარმატება, მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის უფლებების დაცვა, იმ სტანდარტების დაცვა, რაც ქვეყანას სჭირდება ამ პროცესის წარმატებით გავლისთვის და ამ საკითხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვა ჩვენს ქვეყანაში და იმ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულება, რომელიც ჩვენ დავისახეთ და რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა და ასევე, ბალანსის დაცვა გამოხატვის თავისუფლებასა და ამ ძალიან მნიშვნელოვან უფლებას შორის.“ - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ. მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტში წარდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისა და ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108+ კონვენციის ხელმოწერის აუცილებლობაზე. სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა წარმოდგენილი ანგარიშის მნიშვნელობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისთვის და აღნიშნა:

 

„ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ქალბატონი თამარის კვლევა, რომ კიდევ უფრო კარგად დავინახოთ, სად ვართ და რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ.“

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საჭიროებაზე, განსაკუთრებით, პანდემიასთან დაკავშირებით გატარებული ზომების შედეგად მიმდინარე მზარდი გაციფრულების პროცესში.

 

„მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის განვითარების პროცესს და საქართველოს მისწრაფებას მიჰყვეს ევროპულ სტანდარტებს“  - განაცხადა მან.

 

გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის პროცესში და  იმ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც საქართველო საჭიროებს:

 

„მინდა ხაზი გავუსვა სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებულ როლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და ზოგადად, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. უდიდესია ამ სამსახურის მნიშვნელობა და გავლენა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით. IDFI-ის ანგარიშით დასტურდება, რომ განსაკუთრებულად პრიორიტეტულია სათანადო რეფორმების განხორციელება და ინსპექტორის ფუნქციების გაძლიერებაც“ – განაცხადა მან.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე შესაბამის რეკომენდაციებზე ისაუბრა ანგარიშის ავტორმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტმა - თამარ ქალდანმა. მან ასევე შეაფასა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი პრიორიტეტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო გეგმის განხორციელების პროგრესი.

 

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი, თამარ ქალდანი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

 

პრეზენტაციის სრული ჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024