კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 18 მაისი 2021

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.


როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და არსებული მრავალშრიანი კრიზისის მძიმე ეფექტების შესამცირებლად. ამავდროულად, ხელშეკრულებაში გაწერილ თითოეულ პუნქტზე მუშაობა უნდა წარიმართოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით და პოლიტიკური აქტორების ურთიერთპატივისცემით, რაც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.
რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი ნდობა, შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები კი ასევე, ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას.


სისტემაში არსებულ არაერთ გამოწვევას შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა - მის მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი წესების შემუშავება და საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ მინიმალიზებული იყოს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენებისთვის ინსტრუმენტალიზება. საკითხის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 მათგანი (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:


- დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს;


- განხორციელდეს სასამართლო რეფორმის ტალღების და მათი შედეგების ჯეროვანი შეფასება იმ მიზნით, რათა რეფორმა განხორციელდეს სწორი მიმართულებით და არ განმეორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები.


- უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა/დანიშვნის პროცესების იმგვარად დახვეწა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსზე ორიენტირებული პროცესის საფუძველზე დაინიშნონ. აგრეთვე, საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევისას მინიმალიზებული იყოს პროცესზე შიდა- და გარე სისტემური გავლენები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024