IDFI-მ საქართველოს პარლამენტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 3 სექტემბერი 2019

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს პარლამენტს 2019 წლის 22 მაისს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა. IDFI-ს მოსაზრებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა.


IDFI-ს შეფასებით, ტექნიკური პროგრესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არსებობა. თუმცა, ამავდროულად არსებითად მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის გონივრული, პროპორციული და თანაზომიერი ბალანსის უზრუნველყოფა.


პრობლემურია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო არ ასრულებდა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე აღებულ ვალდებულებას, გაეუმჯობესებინა საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხევაში კი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში ზოგიერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება.


IDFI მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ანუ ის უმთავრესი ღირებულება, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.


საქართველოში ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, თუმცა არ არსებობს ორგანო, რომელიც დააბალანსებდა აღნიშნული აპარატის საქმიანობას. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დარღვეულია ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების აღსრულების პროცესში კი ეს ბალანსი შესაძლოა უფრო მეტად დაირღვეს.


IDFI-ს მოსაზრებებში განხილულია ის საკითხები, რაც უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. IDFI-ს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მყარ გარანტიებს გაითვალისწინებდა, პერსონალური მონაცემების დაცვის მკაცრი სამართლებრივი რეჟიმის აღსრულების პროცესში შესაძლოა წარმოიშვას იმგვარი გამოწვევებიც, რომელთა პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია.


IDFI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მოცემული კანონპროექტის განხილვის პროცესში გაითვალისწინოს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი ინტერესი და არ დაუშვას ინფორმაციის თავისუფლების არსებული სტანდარტების გაუარესება.

 

/public/upload/IDFI_2019/rule_of_law/idfi_submitted_its_opinion_to_parliament_on_the_draft_law_on_personal_data_protection_geo.pdf 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2020 წელს

21.06.2021

საჯარო დისკუსია Covid-19 პანდემიის დროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ

18.06.2021

სამუშაო შეხვედრა საერთო სასამართლოს აქტების საჯაროობის შესახებ

17.06.2021

ტრენინგი მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ეროვნული მკვლევრებისთვის

14.06.2021
განცხადებები

სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა

21.06.2021

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!”, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები გმობენ ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს

21.06.2021

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას

17.06.2021

IDFI „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

14.06.2021
ბლოგპოსტები

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი ოზურგეთში

13.05.2021

მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

10.03.2021

1921 წლის ოკუპაცია და „პერესტროიკის“ ხანის ქართული გაზეთები

10.03.2021

საბჭოთა ოკუპაციის ნარატივი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების ფონზე: პოლიტიკა, მეხსიერება, იდენტობა

10.03.2021