მოსამართლის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში - თვისებრივი კვლევის შედეგები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 26 ივნისი 2019

კვლევა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR) ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსამართლის როლთან დაკავშირებით იმ საკითხების გამოვლენას, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროფესიული ჯგუფები (მოსამართლეები და ადვოკატები) სამართლიანი, მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.

 

კვლევის ფარგლებში, მოსამართლეებთან სიღრმისეული ინდივიდუალური ინტერვიუებისა და პრაქტიკოსი ადვოკატების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გამოვლინდა:

 

- მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით სამართალდარღვევის შემადგენლობის დაზუსტების მხრივ.

 

- კვლევა მიზნად ისახავდა მოსამართლის როლთან დაკავშირებით იმ საკითხების გამოვლენას, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროფესიული ჯგუფები (მოსამართლეები და ადვოკატები) სამართლიანი, მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.

 

- კვლევის ფარგლებში, მოსამართლეებთან სიღრმისეული ინდივიდუალური ინტერვიუებისა და პრაქტიკოსი ადვოკატების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გამოვლინდა

 

- მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით სამართალდარღვევის შემადგენლობის დაზუსტების მხრივ.

 

- გამოწვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას  მტკიცების ტვირთის არარსებობაც დასახელდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ჩვენება ან ოქმია.

 

- სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას მოსამართლეები და ადვოკატები მოსამართლის როლის გაფართოების საჭიროებას ძირითადად ორი მიმართულებით ხედავენ: მოსამართლისთვის მხარეთა თანხმობის გარეშე კითხვის დასმის უფლების მინიჭება და მოსამართლის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობა.

 

- მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი ასევე საჭიროდ თვლის მოსამართლისთვის საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის უფლების მინიჭებას.

 

- დაზარალებულის როლთან დაკავშირებით მოსამართლეების დიდი ნაწილი რაიმე ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. მცირე ნაწილმა აღნიშნა დაზარალებულთათვის მტკიცებულებების წარდგენის უფლების და პროკურატურისთვის მიმართვაზე უარის მიღების შემთხვევაში გასაჩივრების უფლების მინიჭების შესაძლებლობა.

 

- ოჯახური დანაშაულის განხილვისას მოსამართლეები ძირითად გამოწვევებად არასაკმარის მტკიცებულებებს, მოწმეთა მიერ ჩვენების შეცვლას ან ჩვენებაზე უარის თქმას მიიჩნევენ. ადვოკატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დაზარალებულთა ჩვენების ცვლილების ან უარის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზების შესწავლას და საქმის განხილვისას მათი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებას.

 

- ნარკოტიკული დანაშაულის საქმეების განხილვისას ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის შემოწმების ნაწილში მოსამართლეთა ძირითადი ნაწილი საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებას საჭიროდ არ მიიჩნევს. მცირე ნაწილის აზრით, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის გადამოწმების ბერკეტი. ადვოკატების ძირითადი ნაწილი უფრო კატეგორიულია ამ შემთხვევაში და აუცილებლად თვლის მოსამართლის მხრიდან წყაროს სანდოობის გადამოწმებას.

 

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, არა მხოლოდ ამ კვლევისათვის, არამედ იმ ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ მხარდაჭერას აქვს უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები“ -განაცხადა ქალბატონმა მზია თოდუამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

“ასოცირების დღის წესრიგი მიზნად ისახავს, ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრაში, სამართლიანი სასამართლოს, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და პროცედურული უფლებების უზრუნველყოფას. ასე რომ, ეს კვლევა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიც არის შეჯიბრებითობის პრინციპი,საპროცესო შეთანხმება, და დაზარალებულის უფლებები” -  განაცხადა ბატონმა პიტერ დენისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების კოორდინატორმა.

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

 

 

/public/upload/IDFI_2019/rule_of_law/CRRC - EMC - IDFI - Report - 2019.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024