ბლოგპოსტები

17 იანვარი 2022 image

სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა - უახლესი ტენდენციები ციფრებში

სასურსათო უსაფრთხოების საკითხის შესწავლა თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა, ამიტომაც, მოცემული საკითხი აქტუალურია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე.

17 იანვარი 2022 image

თვითმკვლელობის დინამიკა საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი კვდება სუიციდის შედეგად (WHO 2019).  აღსანიშნავია, რომ  სუიციდის მსხვერპლთა უმრავლესობას უკვე ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა.

17 იანვარი 2022 image

ტრანსპორტის სექტორში სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების გავლენის შეფასება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით

2017 წელს, საქართველომ მოახდინა პარიზის შეთანხმების რატიფიცირება, რის  შედეგადაც იგი შეურთდა შეთანხმების  მონაწილე სხვა ქვეყნებს და გამოხატა მზაობა, შეიტანოს საკუთარი წვლილი გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის, წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით, მაქსიმუმ 2˚C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი - 1.5°C-მდე შეზღუდვაში. 

17 იანვარი 2022 image

განათლების უფლების დაცულობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების აღსაზრდელთა/მოსწავლეთა/სტუდენტთა მონაცემების სტატისტიკის ანალიზი

დღესდღეობით, განვითარებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თავისი მოქალაქეებისთვის განათლების უფლების დაცულობის უზრუნველყოფაა. საქართველო, თავისი იდეოლოგიით ამ ქვეყნების რიგში ეწერება, მაგრამ განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობა ქვეყანაში 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არაა გარანტირებული განათლების თითქმის ყველა საფეხურზე. 

30 დეკემბერი 2021 image

კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები „ინტერნეტ კონტენტის“ რეგულირებასთან დაკავშირებით

ინტერნეტი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ტექნოლოგიური განვითარების შედეგად შეიქმნა ვირტუალური სივრცეები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები არაერთი ძირითადი უფლების რეალიზებას ახერხებენ.

24 დეკემბერი 2021 image

აჭარის არქივის ხელმისაწვდომობის პრობლემები

არქივების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრ პოსტ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმების  გამოცდილება  აქვთ. სიტუაცია ამ მხრივ არასახარბიელოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს შემთხვევაში, სადაც დაინტერესებული პირისა და მკვლევრებისთვის დოკუმენტების გაცნობისთვისაც კი საფასურია დაწესებული.

20 დეკემბერი 2021 image

ზუგდიდის და ბათუმის მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების კანონიერების შეფასება

2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით,  ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა საბიუჯეტო პროცესი. კერძოდ, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაემტკიცებინა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი.

 

13 დეკემბერი 2021 image

რას უნდა ველოდოთ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტიდან?

„ღია მმართველობის პარტნიორობა“(OGP) წარმოადგენს გლობალურ მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა. 

20 ოქტომბერი 2021 image

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

უკანასკნელ წლებში აქამდე არნახული სისწრაფით ვრცელდება და სტრატეგიას იცვლის ინფორმაციით მანიპულირებისა და პროპაგანდის ტენდენციები ონლაინ სივრცეში. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემა მეტად გლობალურია , მისი გავლენა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოებებისთვის განსაკუთრებულად ძლიერი და მრავალწახნაგოვანია. 

6 ოქტომბერი 2021 image

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ OGP-ში, როგორც წესი, პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობები არიან განსაკუთრებულად აქტიურად წარმოდგენილი, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში შესუსტდა და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულებით გაჩერდა.