რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?
25 მარტს გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ (Geoworld.ge) გამოაქვეყნა ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სტატია სათაურით „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზის ფონზე, ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საქართველოს მომარაგებას იმ პროდუქტებით, რომლებიც აქამდე ექსპორტზე გაჰქონდათ და ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.