უნგრეთში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად ევროკავშირის რეგულაციების იმპლემენტაციაზე არის დაფუძნებული. საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეობის (UBO) რეესტრის წესები ძალაში შევიდა 2021 წელს, ევროკავშირის შესაბამის დირექტივაში ასახული მინიმალური მოთხოვნების დაცვით.
კვლევის ფარგლებში ცენტრი 138 ქვეყნის შესაფასებლად 16 რეგიონულ ჰაბთან, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე (12 ქვეყანა) იყო პასუხისმგებელი.