2022 წლის 14 ნოემბერს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა: “დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი”, რომელიც მიმოიხილავდა საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის სამართლებრივ მოდელს, მის მარეგულირებელ ნორმატიულ საფუძვლებსა და პრაქტიკაში აღსრულების თავისებურებებს. კვლევის ფარგლებში შეფასდა 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ვებ-გვერდების დაბლოკვის მაჩვენებლები.
უნგრეთში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად ევროკავშირის რეგულაციების იმპლემენტაციაზე არის დაფუძნებული. საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეობის (UBO) რეესტრის წესები ძალაში შევიდა 2021 წელს, ევროკავშირის შესაბამის დირექტივაში ასახული მინიმალური მოთხოვნების დაცვით.
კვლევის ფარგლებში ცენტრი 138 ქვეყნის შესაფასებლად 16 რეგიონულ ჰაბთან, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე (12 ქვეყანა) იყო პასუხისმგებელი.