შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების ცალკეული ასპექტები საქართველოში
სტატიის მიზანს არ წარმოადგენს შშმ პირთა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა და ანალიზი. ნაშრომში, არსებული პრაქტიკის საფუძველზე, იდენტიფიცირებულია ცალკეული პრობლემები, რომლებიც აფერხებს შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილ რეალიზებას. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმოხილულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შშმ პირებისათვის შეთავაზებული სერვისების ეფექტურობა და გამოსადეგობა.