ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების მიზნით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატთა სიაში ირიცხებიან ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, რომლებთანაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრებს თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას ახლო კავშირი აქვთ.