არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

ბლოგპოსტები 20 მარტი 2020

ანალიტიკური სტატიის ავტორია თინა ტურძილაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის "მონაცემები ცვლილებებისთვის". კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

თინა ტურძილაძე არის კონკურსის გამარჯვებული - III ადგილის მფლობელი.

 

___

 

მთავარი მიგნებები

 

- ქვეყანას არა გააჩნია  ძირითადი მედიკამენტებისეროვნული ჩამონათვალი (Geo-EML);

 

- ქდსმ პროგრამის ფარგლებში  შესყიდული  მედიკამენტების ჩამონათვალი არ შეესაბამება ჯანმოს ძირითადი მედიკამენტების ჩამონათვალს (WHO EML-2019),

          - ერთი მხრივ - არ ითვალისწინებს  არა გადამდები დაავადებების (აგდ) ძირითად მედიკამენტებს,

          - მეორე მხრივ, პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია რიგი მედიკამენტები, რომლებიც არ შედიან ძირითადი მედიკამენტების საერთაშორისო სიაში. 

 

- მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება თერაპიული ექვივალენტობის (TE) და  ჩანაცვლების დასაშვებლობის გათვალისწინების გარეშე, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება  ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მედიკამენტებს.

 

სახელმწიფო შესყიდვებისას „ადექვატური ფასწარმოქმნის“ შესაფასებლად შემსყიდველი,ნაცვლად IRP-საერთაშორისო რეფერენს ფასების სპეციალიზირებული კალათისა, სარგებლობს ლოკალური ეტალონური ფასებით (RP), მიუხედავად მათი „კორიდორული ფასების“ ეფექტისა, რითაც შესაძლოა შეცდომაში იქნას შეყვანილი  შემყიდველი (მიზანშეწონილია ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება).

 

-  არ არის უზრუნველყოფილი პროგრამული მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობა. ხშირია აფთიაქებში პროგრამული მედიკამენტების დეფიციტი, მაშინ, როცა აღნიშნულ აფთიაქებში იგივე მედიკამენტები არაპროგრამულ რეალიზაციაში ხელმისაწვდომია.

 

 

შესავალი

 

თანამედროვე სამყაროში ყველა თანხმდება, რომ ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ განკურნებადი დაავადებებისგან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ყიდულობენ აუცილებელ მედიკამენტებს. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გლობალურ გამოწვევად რჩება. 2011 წლის კვლევებით დადასტურდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს, დაახლოებით 2 მილიარდამდე ადამიანს არა აქვს ძირითად მედიკამენტებზე სათანადო წვდომა.

 

 2015 წლის სექტემბერში გაეროს სამიტზე, სადაც მდგრადი განვითარების 2030 წლის გლობალური დღის წესრიგი იქნა მიღებული, არაგადამდები დაავადებები (აგდ)მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე, მნიშვნელოვან გამოწვევად იქნა აღიარებული. გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე ქვეყნების მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მგმ-ში შეეტანათ ძალიან სპეციფიკური და ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის აგდ-თი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება (ქვემიზანი 3.4) და აიღეს პასუხისმგებლობა ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავების შესახებ აგდ-სთან დაკავშირებული სხვა სამიზნეების შესრულების თვალსაზრისით, მათ შორის ძირითადი მედიკამენტებისა და ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამას უკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 100-მდე რეზოლუციის მიღება, გაეროს და სამოქალაქო საზოგადოებების უამრავი ინიციატივა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ, - „არაინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის და მის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სტრატეგიის შესახებ“, WHA53.17 რეზოლუციით წევრ-სახელმწიფოებს დაბეჯითებით  მოუწოდა, გააუმჯობესონ არაგადამდებ ქრონიკულ დაავადებებზე (გულ-სისხძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

 

აგდ სამკურნალო ძირითად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ვალდებულება ქართული პოლიტიკის დოკუმენტებშიც აისახა:

 

-  „საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის” (2017)  საქართველოს პარლამენტის  ჯანდაცვის კომიტეტი 

 

-  „საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“  - საქ. მთავრობის დადგენილება (2017).

 

აგდ ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 2020  წლისთვის უზრუნველყოს ძირითადი არაგადამდები დაავადებების მკურნალობისათვის ბაზისურ ტექნოლოგიებსა და ესენციურ მედიკამენტებზე, მათ შორის ჯენერიკებზე, 80%-იანი ხელმისაწვდომობა .

 

საქართველოშიც ნაადრევი სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი ტვირთი არაგადამდებ (ქრონიკულ) დაავადებებზე (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) მოდის. არაგადამდები დაავადებები განაპირობებენქვეყანაში სიკვდილიანობის 94%, მათ შორის 69% – უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, 14% – კიბოს, 1% – დიაბეტს და 4% – ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს (სურათი1).

  

სურათი1. აგდ გამოწვეული სიკვდილიანობის სტრუქტურა (%)

 

 წყარო: WHO 2014

 

2017 წლის ივლისიდან,სახელმწიფომ დაიწყო ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (ქდსმ). 

 

სამაგიდო მიმოხილვის მიზანია, ქდსმ პროგრამის მედიკამენტებზე უზრუნველყოფის ეფექტიანობის შეფასება.

 

მეთოდოლოგია

 

სამაგიდო მიმოხილვისთვის შემუშავდა ქდსმ პროგრამის შეფასებისკონცეპტუალურიმოდელი, რომელსაც საფუძვლად ჯანმოს (WHO) ძირითადი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დაედო. (სურათი 2).

 

 სურათი 2.ძირითად მედიკამენტებზე  ჯანმოს ხელმისაწვდომობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

 

წყარო: WHO 2000-2003

 

კონცეპტუალური ჩარჩო ითვალისწინებს შეფასების 4 კომპონენტს, 9 სუბკომპონენტს და  12 ინდიკატორს (დანართი 1/ sheet 1).

 

ჯანმოს ძირითადი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სტრატეგიის თანახმად, ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილად ჩაითვლება 4-ვე კომპონენტის შესრულების პირობებში, ანუ  როცა  ხარისხიანი უსაფრთხო, ეფექტური და რაციონალურად შერჩეული ძირითადი მედიკამენტები, ადექვატურ ფასებში, ფინანსური სირთულეების გარეშე, უწყვეტად და რეგულარულად მიეწოდებათ ბენეფიციარებს.

 

ძრითადი ნაწილი

 

2017 წლის ივლისის თვეში დაიწყო „ქრონიკულიდაავადებისსამკურნალომედიკამენტებითუზრუნველყოფის“  სახელმწიფოპროგრამა. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქდსმ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებდა 6 აგდ-ს: გულ-სისხლძარღვთაქრონიკული დაავადებები,ფილტვისქრონიკულიდაავადებები,დიაბეტი (ტიპი II),ფარისებრიჯირკვლისდაავადება,პარკინსონის დაავადება და ეპილეფსია;

 

პროგრამისბენეფიციარები არიან: უმწეოები (სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 100 000), პენსიონერები (ქალი 60 წლიდან, მამაკაცი 65 წლიდან), შშმ პირები, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულები.

 

დაგეგმვის ეტაპზე პროგრამა  საშუალოდ 150-200 ათასს ბენეფიციარზე იყო გათვლილი; 2017 წელს პროგრამით ისარგებლა 13,010 ადამიანმა. არსებობდა მოლოდინი, რომ პროგრამაზე მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდებოდა, მაგრამ სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით,  ბენეფიციარად რეგისტრირებული იყო მხოლოდ 35,661 პირი,  მათგან მედიკამენტებით ისარგებლა 32,669 ბენეფიციარმა. IDFI-ის მონაცემებით 2019 წელს პროგრამით ისარგებლა 17,011-მა ბენეფიციარმა (სურათი 4).

 

სურათი 3. ქდსმ პროგრამის ბენეფიციარები (2018-2019).

 

 

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო &  IDFI

 

IDFI-ის მონაცემებით 2019 წელს პროგრამით ძირითადად კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა ისარგებლეს (56%), გაცილებით ნაკლებია პროგრამით მოსარგებლე პარკინსონის, ეპილეფსიის და ფილტვის დაავადებების პაციენტების რაოდენობა (3-3%) (სურათი 4). აღნიშნული თანაფარდობა შეესაბამება ქვეყანაშიაღნიშნულიდაავადებებისეპიდემიურსიტუაციას, მაგრამ დაუზუსტებელია პროგრამული აგდ-ს მაღალი პრევალენტობის პირობებში ბენეფიციართა ასეთი შეზღუდული რაოდენობის ჩართვა პროგრამაში.

 

სურათი 4. ქდსმ  პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა,ნოზოლოგიების მიხედვით (2019)

 

 

წყარო: IDFI

 

თანაგადახდის დიზაინი - სოციალურადდაუცველმოქალაქეებს,მედიკამენტებითითქმისსრულიადუნაზღაურდებათ, მათი მხრიდან თანაგადახდა ითვალისწინებს გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ს, მაგრამ არანაკლებ 0.05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა. პენსიონერებსდაშშმპირებსკიმედიკამენტებიმინიმუმ 50%-ითუნაზღაურდებათ.

 

პროგრამის ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, 2017-2019 წლების განმავლობაში ვერ ხდებოდა ბიუჯეტის ათვისება(სურათი 6). 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მისი ასიგნებების მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც თავად ჯანდაცვის

სამინისტროს მიერ რესურსების გადანაწილების შედეგად, 14 მილიონ ლარამდე შემცირდა, ამ ფონზეც კი ათვისება 52%-ზე ნაკლებია.

მინისტრის განცხადებით, 2020 წლიდან პროგრამა დამოუკიდებელი სახით აღარ იარსებებს, მოხდება მისი ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

 

სურათი 5. ქდსმ უზრუნველყოფის  სახელმწიფო  პროგრამის ბიუჯეტი (2017-2019)

 

 

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი https://mof.ge/5187

 

სახელმწიფო შესყიდვა (პროგრამის მედიკამენტების სია) - 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 35 საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელების (INN) მედიკამენტი, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით და დოზებით (დანართი 2). 

 

მეთოდოლოგიის შესაბამისად უნდა შეფასებულიყო პროგრამული მედიკამენტების შესაბამისობა, ძირითადი მედიკამენტების ეროვნულ ჩამონათვალთან. აღმოჩნდა, რომ ქვეყანას არ გააჩნია  ძირითადი მედიკამენტების რელევანტური სია. ჯანმოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების კონცეფციის თანახმად სია 2 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება განახლებას, აღმოჩნდა, რომ ქართული ჩამონათვალი არ განახლებულა ბოლო 13 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამსახველი, ამიტომ პროგრამული სია შედარდა შეფასების კონცეპტუალური ჩარჩოს მეორე ინდიკატორს (დანართი 1/SHEET 1)  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამოდელო სიას.

 

 

სიების შედარებით გამოვლინდა, რომ ქდსმ პროგრამულ სიაში არ არის შეტანილი ჯანმოს ძირითადი სიით გათვალისწინებული პირველი რიგის მედიკამენტები და პირიქით, პროგრამით შესყიდულია რიგი მედიკამენტები, რომელიც არ შედის ჯანმოს ძირითადი მედიკამენტების სიაში (დანართი 2).

 

მედიკამენტების თერაპიული ექვივალენტობა - მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ავტორიზაციის ეტაპზე თერაპიული ექვივალენტობის საფუძველზე ჩანაცვლების დასაშვებლობის შეფასებას. ჩანაცვლების დასაშვებლობა არც შესყიდვის ეტაპზე შეფასებულა. შესასყიდი მედიკამენტებისადმი წაყენებული ტექნიკური პირობები არ ითვალისწინებს მათი თერაპიული ექვივალენტობის და ჩანაცვლების დასაშვებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ TE-ს დადასტურების გარეშეა შესყიდული ე.წ. ვიწრო თერაპიული ინდექსის მედიკამენტები, რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

 

ადეკვატური ფასწარმოქმნა - სახელმწიფო შესყიდვებისას „ადექვატური ფასწარმოქმნის“ შესაფასებლად შემსყიდველი, ნაცვლად IRP-საერთაშორისო რეფერენს ფასების სპეციალიზირებული კალათისა, სარგებლობს ლოკალური ეტალონური ფასებით (RP). ამ მოდელის „კორიდორული ფასების“ ეფექტის გამო, შესაძლებელია მყიდველის შეცდომაში შეყვანა და მედიკამენტების უსამართლო ფასად შეძენა.

 

დასკვნითი მოსაზრებები

 

ქდსმ სახელმწიფო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების ხარისხიან, უსაფრთხო, ეფექტურ და რაციონალურად შერჩეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესებას.

 

რეკომენდირებულია:


- სასიცოცხლოდ აუცილებელი (ძირითადი) მედიკამენტების ეროვნული სიის (GEO EML) შემუშავება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად.   

 

- ქდსმ პროგრამული მედიკამენტების სიის  ძირითადი მედიკამენტების სიასთან შესაბამისობაში მოყვანა.      

  

- პროგრამის ფარგლებში მხოლოდ თერაპიულად ექვივალენტური მედიკამენტების დაფინანსება /თანადაფინანსება.

 

- მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვების  საერთაშორისო რეფერენს ფასების (IRP) ლოკალური კალათის მექანიზმის გამოყენებით განხორციელება.

 

- წინასწარი მარაგების შესყიდვების რედიზაინირება - კონტრაქტირებული პირობებით პოსტრეალიზაციური ანაზღაურებით.

 

- პროგრამული აგდ ჩამონათვალის გაფართოვება.

 

 

- ბიუჯეტის ადეკვატურად დაგეგმვა.

 

 სრული სტატია - არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023