ზუგდიდის და ბათუმის მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების კანონიერების შეფასება
2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა საბიუჯეტო პროცესი. კერძოდ, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაემტკიცებინა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი.