კვლევები

25 ივნისი 2021 image

წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში

COVID-19-ისგავრცელების და დაწესებული შეზღუდვების შედეგად,საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა. ეკონომიკურმა კრიზისმა  სახელმწიფობიუჯეტზეცდიდიგავლენამოახდინა, გაიზარდა ხარჯები ჯანდაცვისსფეროში და მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა სხვადასხვა სახის სუბსიდიებზე. 

21 ივნისი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2020 წელს

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს წლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა. სახელმწიფო ბიუჯეტის მსგავსად, სარეზერვო ფონდები გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტებში.

 

28 მაისი 2021 image

სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

2018 წელს ძალაში შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.

27 მაისი 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა

გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა  შეზღუდვებმა, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გავლენა იქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზესაქართველოში, შეაფერხა მოსალოდნელი საკანონდებლო ცვლილებების მიღებისა  და საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების პროცესი. 

 

7 აპრილი 2021 image

პანდემიის გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე

2020 წელს, მსოფლიოში დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესების საფრთხის ზრდა. მაგალითად,   ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომაროების გაურესება, სამუშაო ადგილების მასიური შემცირება და ა.შ. შეიცავს  დანაშაულის,  განსაკუთრებით ეკონომიკური დანაშაულის მატების მნიშვნელოვან რისკებს.

6 აპრილი 2021 image

მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლები და შრომის ანაზღაურების ხარჯები

ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლებიც ბიუროკრატიული აპარატის გამოწვევებზე მიუთითებენ.

 

25 მარტი 2021 image

კვლევის ძირითადი მიგნებები - სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში

კვლევა “სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით არსებულ ძირითად ხარვეზებზე. სერიოზულ გამოწვევად რჩება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

15 მარტი 2021 image

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში

სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.  გამჭვირვალე მართლმსაჯულება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

 

10 მარტი 2021 image

სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.  წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა, მნიშვნელოვნად აისახა მათ  ფინანსურ შედეგებზე. მაგალითად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, 2018 წელს - 816 მილიონი ლარი.

 

4 მარტი 2021 image

მხილების ინსტიტუტის გამოწვევები საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა

მხილების ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. 2015 წელს მხილების ინსტიტუტთან და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებით რეფორმა განხორციელდა, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანონიმური მხილების საშუალებასაც იძლევა.