საბჭოთა ტოტალიტარული ტოპონიმიკა საქართველოში

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 30 ივნისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული კომუნისტური, ტოტალიტარული რეჟიმის სახელწოდებების მატარებელი დასახლებული პუნქტები, ქუჩები, სკვერები, მოედნები და სხვა ტოპონიმიკა. კვლევის მიზანია იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის და, მათ შორის, სახელწოდებების აღმოფხვრის შესახებ დისკუსიის წახალისება, რაც ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია დეკომუნიზაციის ჯერ კიდევ დაუსრულებელ პროცესში.

 

მონაცემების შესაგროვებლად, IDFI-მ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან ელექტრონული წერილების საშუალებით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აგრეთვე, მიმართვები ქუჩების სახელწოდებების სრული სიის მოწოდების მოთხოვნით გაეგზავნათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოებს, თუმცა ამ უწყებებმა წერილები უპასუხოდ დატოვეს. დამატებით, ორგანიზაციამ კვლევისთვის გამოიყენა მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი „ახალი საკადასტრო რუკიდან“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - www.napr.gov.ge, Google Maps და საქართველოს ფოსტის ბაზები.

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

 

- შესწავლილი 80 დასახლებული პუნქტიდან საბჭოთა სახელწოდებები სრულად აღმოფხვრილია 34 დასახლებულ პუნქტში, ხოლო 46 დასახლებულ პუნქტში ისინი კვლავაც გვხვდება. მათ შორის, 35 დასახლებულ პუნქტში გვხვდება ისეთი პიროვნებების, მოვლენების, ორგანიზაციების და ა. შ. სახელები, რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული დანაშაული საქართველოსა, თუ კაცობრიობის წინაშე.

 

- ტოპონიმიკაში ფიგურირებს პიროვნებები, რომელთა სახელებსაც თანამედროვე რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს.

 

- კომუნისტური სახელწოდებების გარდა, საქართველოს ტოპონიმიკაში კვლავ რჩება სახელწოდებები, რომლებიც წარმოადგენს რუსიფიკატორული პოლიტიკის გავლენას.

 

- რამდენიმე ქუჩას საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი აქვს ისეთი ადამიანის სახელი, რომელიც არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს საქართველოსთვის და, ზოგადად, არც მსოფლიოსთვის არიან ცნობილნი  განსაკუთრებული დამსახურებით.

 

- შეცვლილი მონაცემების ასახვა Google-ის სისტემაში დაგვიანებით ხდება.

 

ანგარიში, ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტებისათვის:

 

- მუნიციპალიტეტებმა, ქალაქებმა აქტიურად უნდა იმუშაონ სახელწოდებების ცვლილების კუთხით, განსაკუთრებით თუ სახელწოდებები იმ პიროვნებებს, მოვლენებს, ორგანიზაციებს და ა. შ. უკავშირდებათ, რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული დანაშაული საქართველოს/ კაცობრიობის წინააღმდეგ.

 

- უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს აქტიური საინფორმაციო კამპანია იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ტოპონიმის გადარქმევას.

 

- საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც დასახლებულნი არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, საკითხის მიმართ საჭიროა ფრთხილი და დაკვირვებული მიდგომა. ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა ჩატარდეს კამპანია მათთვის გასაგებ ენაზე.

 

- „თავისუფლების ქარტიის“ პრინციპების აღსრულების უზრუნველსაყოფად, უნდა დაკომპლექტდეს სპეციალური კომისია, რომელიც ამა თუ იმ სახელწოდებას ინდივიდუალური წესით შეაფასებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახელწოდების ცვლილების ან მისი დატოვების შესახებ.

 

 

/public/upload/Analysis/Research-Soviet-Street_Naming_Geo1.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024