მუნიციპალიტეტების საპრივატიზებო ქონების საფასურის განსაზღვრის პრაქტიკა და ტენდენციები
მუნიციპალური ქონების პრივატიზების მთავარი მარეგულირებელი ნორმატიული აქტია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო პრივატიზების წესი განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით “მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ”.