კვლევები

5 დეკემბერი 2018 image

საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. 

 

31 ოქტომბერი 2018 image

სახელმწიფო არქივების ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოების ინსტიტუტის - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური დახმარებით შექმნა მკვლევართა ქსელი, რომლებმაც შეიმუშავეს სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგია და ამ მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასეს 10 ქვეყნის 20 სახელმწიფო არქივების ღიაობა [2017 წლის 1 ნოემბრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრამდე].

20 ივლისი 2018 image

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

7 ივნისი 2018 image

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა: 2013-2017 წლებში

ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

28 მაისი 2018 image

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში

კვლევა მიმოიხილოს თუ რა საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველოსა და ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანაში - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. 

4 მაისი 2018 image

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი: პრაქტიკა და გაცხადებული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა

IDFI იზიარებს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიიჩნევს, რომ რეფორმა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სტრატეგიული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლოდ მათ მეტად დახვეწას,  ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ. 

3 მაისი 2018 image

საქართველოს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა: მიღწევები და არსებული გამოწვევები

საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წელს დაიწყო პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმების პროცესი.

11 აპრილი 2018 image

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები

DFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. სამინისტრომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ის სრულყოფილად მიაწოდა.

12 იანვარი 2018 image

საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის

IDFI წარმოგიდგენთ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებათა სტატისტიკურ ანალიზს, ისევე როგორც არსებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას. გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით კვლევის ბოლოს წარმოდგენილია IDFI-ის რეკომენდაციები.

27 დეკემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2017)

IDFI „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტს”, რომლის მიზანია სასამართლოს საქმიანობის ზოგადი მონიტორინგი და შეფასება, ასევე, პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობის გზით სასამართლოს შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.