საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 5 დეკემბერი 2018

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2018 წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, 2,080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.


კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვის შედეგად, სასამართლო სისტემის ავტორიტეტის, მოსამართლეთა როლის, ნდობის, განხორციელებული რეფორმების თაობაზე ცოდნისა და დამოუკიდებულების შესწავლასა და მოსახლეობის იმ ნაწილის გამოცდილების გამოვლენას, რომელსაც სასამართლოსთან რაიმე შეხება ჰქონია.

 

„ჩვენი ინტერესი ყოველთვის დიდია იმ კვლევების მიმართ, რომლებიც სასამართლოს ეხება. ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე,  მე ვფიქრობ, რომ ეს არის სასამართლო სისტემის გამოწვევა და ამის იდენტიფიცირება  ჩვენ უკვე მოვახდინეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის საჭიროების გაძლიერება არის გარდაუვალი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“  - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.


“ცხადია, რომ საზოგადოებისგან შეფასების მიღება, იმის თაობაზე თუ როგორ არის მათ მიერ დანახული სასამართლო ხელისუფლება, უმნიშვნელოვანესია, როგორც სასამართლოსთვის, ასევე სხვა უწყებებისთვის. ჩემი აზრით, ეს გამოკითხვა სასარგებლო იქნება შემდგომი რეფორმების უკეთ შემუშავებისა და განხორციელებისთვის და ასევე, საზოგადოებრივი აღქმის გაუმჯობესებისთვის“ - მიუთითა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/Rule_of_law/Baseline_Survey_Report_Geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024