კვლევები

1 მაისი 2015 image

კვლევის პრეზენტაცია პარლამენტში - საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

შეხვედრის მონაწილეებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა გააცნო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული კვლევა - საპარლამენტო ღიაობის საკითხები ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში.

1 აპრილი 2015 image

მრჩევლის ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებებში

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გაერკვია, თუ ვისგან იღებენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას რჩევებს, როგორია მრჩევლების სამუშაო გამოცდილება, რა მოვალეობები აკისრიათ და რამდენია მათი შრომითი ანაზღაურება.

4 მარტი 2015 image

პროექტის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში პროექტის განხორციელების ანგარიში

ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებულ იქნა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მედიის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია.

11 თებერვალი 2015 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014

კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 7 878 განცხადება 308 საჯარო დაწესებულებაში.

9 თებერვალი 2015 image

საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერის საინფორმაციო კამპანიის შეფასება და რეკომენდაციები

მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანად განაპირობებს საეთერო ციფრულ პლატფორმაზე გადასვლის პროცესის წარმატებას და კონკურენტული მდგომარეობის ჩამოყალიბებას მედია ბაზარზე.

12 დეკემბერი 2014 image

სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ კვლავაც ხელმიუწვდომელია

წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 

3 დეკემბერი 2014 image

ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო გამოცდილება

ინფორმაციის თავისუფლების ცენტრმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა და შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაციის კომისიონერთა გამოცდილება. ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო ქსელის მეშვეობით მათ გაეგზავნათ კითხვები, მიღებული პასუხების საფუძველზე კი შედგენილ იქნა სტატისტიკური მონაცემები. კვლევა სწორედ აღნიშნული მონაცემების შესახებ აწვდის მკითხველს ინფორმაციას.

27 ნოემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში (საია)

კვლევა 17 ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს. კერძოდ, საუბარია, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გაცემის მიზნით 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სამინისტროების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

25 ნოემბერი 2014 image

IDFI-მ და GYLA-მ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის შესახებ კვლევები წარმოადგინეს

ორშაბათს, 24 ნოემბერს HOLIDAY INN TBILISI-ში გაიმართა პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია.

 

22 ნოემბერი 2014 image

პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, შესწავლილი იქნა, რამდენად უზრუნველყო 133 საჯარო დაწესებულებამ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.