IDFI-მ და GYLA-მ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის შესახებ კვლევები წარმოადგინეს

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 25 ნოემბერი 2014

ორშაბათს, 24 ნოემბერს HOLIDAY INN TBILISI-ში გაიმართა პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია.

 

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უცხოური პრაქტიკა (კანადა, ავსტრალია, იტალია)

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში

ზემოთ აღნიშნულ კვლევებთან ერთად IDFI-მ წარმოადგინა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაჩვენებლები

 

IDFI-ს წარმომადგენლებმა, დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა, გამგეობის თავმჯდომარემ - ლევან ავალიშვილმა და ანალიტიკოსმა გოგა თუშურაშვილმა საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკაზე ისაუბრეს. 

 

კვლევის ორთვიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ 35 უწყებას მონიტორინგის პერიოდისათვის საერთოდ არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის გვერდი ან აღნიშნულ გვერდზე არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია. ასევე, 98 უწყებიდან ინფორმაციის განთავსების 100%-იანი მაჩვენებლები აჩვენა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ, ოცმა მათგანმა კი 50%-ზე დაბალი შეფასება მიიღო.


ლევან ავალიშვილმა ვრცლად მიმოიხილა ავსტრალიის, იტალიისა და კანადის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა, რომელზე დაყრდნობითაც IDFI-მ საჯარო დაწესებულებებს საკუთარი რეკომენდაციები შესთავაზა. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ ყურადღება საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების დაცვაზე გაამახვილა. მის მიერ წარმოდგენილ კვლევაში აღნიშნული იყო, რომ 17 ადმინისტრაციული ორგანოს მაგალითზე ქვეყანაში მაღალია სრულყოფილი სახით საჯარო ინფორმაციის გაცემის ფაქტები;


საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების საერთო სტატისტიკის გათვალისწინებით საკმაოდ დაბალია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შემთხვევები; საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა, თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებას და შვებულების საკითხებს.


პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საჯარო დაწესებულებების პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში მომზადებული რეკომენდაციების შესახებ. 


პროექტი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024