საქართველოს საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება

პროექტები | დასრულებული პროექტები 25 სექტემბერი 2014

 

 

დონორი ორგანიზაცია: USAID კარგი მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა

გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

გრანტის No.: 493700.01-14-17-IDFI

კლიენტის No.: AID-114-TO-11-00001

MSI პროექტის No.: 493700.01

გრანტის ტიპი: ფიქსირებული ვალდებულების გრანტი

გრანტის რაოდენობა: GEL 34,779.14 (USD 19 873,80) 

პერიოდი: 25 სექტემბერი – 27 ნოემბერი, 2014

 

მიზნები

ამ გრანტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებს რათა ეფექტურად მართონ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებები, ასევე ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგში და გაასაჯაროვოს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ.


საქმიანობები


1. საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კვლევა:
იმისათვის რათა შეფასდეს საჯარო სექტორის ონლაინ გამჭირვალობა IDFI გამოიკვლევს საქართველოს იმ სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ გვერდებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის ფარგლებში.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით გაირკვევა, რამდენად აკმაყოფილებენ სამიზნე დაწესებულებები მთავრობის დადგენილებით „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების დაცვის სტატისტიკური კვლევა:
საია შემდეგი დაწესებულებებისგან (საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრთა აპარატები, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო) გამოითხოვს საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნას, როგორც ელექტრონულს ასევე წერილობითს, რომელიც იქნა მიღებული 2013-2014 წლებში და ადმინისტრაციულ აქტებს რომელიც მოიცავს პასუხებს თითოეულ შემოსულ კითხვაზე.


არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საია გამოყოფს დაწესებულების მიერ ყველაზე მოთხოვნად საკითხებს. ამგვარად, საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრით შესაძლებელი იქნება ელექტრონული გამჭვირვალობის პრაქტიკის შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების გააანალიზებით კვლევითი ჯგუფი განსაზღვრავს იმ შესაძლო სფეროებს, რაც ამჟამად აფერხებს გამჭვრივალობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ აქტივობებს, და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას.


3. იმ 3 ქვეყნის გამოცდილების კვლევა, რომლებსაც აქვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გამოცდილება:
გარდა ამისა, IDFI წარმოადგენს კვლევას შემდეგი ქვეყნების (იტალია, ახალი ზელანდია, კანადა) მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელების შესახებ. გაეროს უკანასკნელი, 2014 წლის ელ-მმართველობის კვლევის თანახმად ამ ქვეყნებს გააჩნიათ უმაღლესი ქულა ელექტრონული ინფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის მაჩვენებლებში.


4. ფოკუს ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში:
იმისათვის რომ შეგროვდეს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, და გათვალისწინებულ იყოს მათი პრაქტიკა და გამოცდილება, მოეწყობა სამი ფოკუს ჯგუფი: 2 თბილისში და 1 აჭარაში. ღონისძიებაზე იქნებიან მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


5. სამუშაო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ:
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, სადაც წარდგენილი იქნება ზემოაღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მაგალითები და მოცემული იქნება სტატისტიკური და ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შეჯამებული დასკვნები.


6. რეკომენდაციები საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, IDFI და საია წარმოადგენენ რეკომენდაციების ნუსხას, რომლის მიზანიც იქნება ინფორმაციის თავისუფლების მხრივ პარტნიორი სახელმწიფო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება. რეკომენდაციების პაკეტი გადაეცემა ყველა სამიზნე საჯარო დაწესებულებას.


აღებული ვალდებულებები:
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შდეგად:

  • გამოქვეყნდება კვლევა სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების თაობაზე
  • მომზადდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ახალი ნუსხა
  • მომზადდება საჯარო ინფორმაციის შესახებ არსებული საერთაშორისო გამოცდილების კვლევა
  • შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებისთვის

 

სამუშაო გეგმა:

 

 

პროექტის დეტალური ბიუჯეტი:

 

/public/upload/projects/IDFI-Budget-9-19-2014-UPD.pdf

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024