საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში - სამი კვლევის პრეზენტაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 ნოემბერი 2014

                   

 

ორშაბათს, 24 ნოემბერს, 09:30-ზე, სასტუმრო HOLIDAY INN TBILISI-ში (მის: 26 მაისის #.1, თბილისი) გაიმართება პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია.


პროექტი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში.

კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, შესწავლილ იქნა, რამდენად უზრუნველჰყო 133 საჯარო დაწესებულებამ ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ დადგენილებებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. 

 

კვლევამ აჩვენა რომ:

  • 35 უწყებას მონიტორინგის პერიოდისათვის საერთოდ არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის გვერდი ან აღნიშნულ გვერდზე არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია. (მათ შორისაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო);
  • 98 უწყებიდან ინფორმაციის განთავსების 100%-იანი მაჩვენებლები აჩვენა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ. 
  • 98 უწყებიდან ინფორმაციის განთავსების 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო ოცმა მათგანმა. მათ შორისაა: შსს მომსახურების სააგენტო - 21%, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - 21%, აჭარის ა/რ-ის მთავრობის აპარატი - 48%.
  • დაწესებულებები ვებ-გვერდებზე უმეტესწილად აქვეყნებენ მხოლოდ იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებს, რაც არ პასუხობს ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის საერთაშორისო სტანდარტებს

 

კიდევ ერთი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა იმ ქვეყნების (იტალია, ავსტრალია, კანადა) გამოცდილება, რომლებსაც გაეროს უკანასკნელი კვლევის მიხედვით აქვთ უმაღლესი ქულა ელექტრონული ინფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის მაჩვენებლებში. აღნიშნულ ქვეყნებში არსებული ინფორმაციის პროაქტიული განთავსების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს საჯარო დაწესებულებებისათვის.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში

 

კვლევა 17 ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს. კერძოდ, საუბარია, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გაცემის მიზნით 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სამინისტროების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

 

  • კვლევის დროს შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სცემენ პასუხს საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით წარდგენილ განცხადებებზე (თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას);
  • 17 ადმინისტრაციული ორგანოს მაგალითზე მაღალია სრულყოფილი სახით საჯარო ინფორმაციის გაცემის ფაქტები;
  • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების საერთო სტატისტიკის გათვალისწინებით საკმაოდ დაბალია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შემთხვევები;
  • 17 ადმინისტრაციული ორგანოს მაგალითზე, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა, თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებას და შვებულების საკითხებს.

 


ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიმდინარეობის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებმა იმდენად დაგვიანებით გასცეს ინფორმაცია, რომ ვერ მოხერხდა მოწოდებული მასალის დამუშავება და კვლევაში ასახვა. ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ზოგადი ხასიათის სტატისტიკური ინფორმაცია გასცა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024