რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?
ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება. შესაბამისად ა.წ. 12 სექტემბერს IDFI –მ საჯარო ინფორმაციის მიღების განცხადებით მივმართა საქართველოს მთავრობას. მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოდინარე წარმოგიდგინოთ მოკლე შეჯამება იმ არგუმენტებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში და მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საკანონდებლო აქტების მომზადების პროცესის შესახებ.