კვლევები

5 ივნისი 2020 image

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კუთხით კანონმდებლობასა და პრაქტიკაშიმნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები რჩება, მათ შორის: იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე სხდომებს არასაკმარისი სიხშირით ატარებს, რაც დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების განმაპირობებელი ფაქტორია. 

 

20 მაისი 2020 image

სასამართლოს ხელმისაწვდომობა - მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, აქვეყნებს  ანგარიშს „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“ ანგარიში სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს ქართულენოვანი, სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აჯამებს. იგი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს. 

12 მაისი 2020 image

პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ კვლევის შედეგები

PrIME-ის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა პროკურატურის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ 2020 წლის 30 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვა იკვლევს შემდეგი საკითხებს (1) დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ; (2) ცოდნა საქართველოს პროკურატურის შესახებ; (3) პროკურატურასთან ურთიერთობის გამოცდილება; (4) პროკურატურის საკომუნიკაციო არხების გამოყენება და მათი შეფასება. 

11 მარტი 2020 image

კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები. კვლევის დროს გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია. 

23 იანვარი 2020 image

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“  პრეზენტაცია გამართა.

19 ნოემბერი 2019 image

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯები

IDFI შეეცადა გამოერკვია  როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის  შესყიდვა.

8 ნოემბერი 2019 image

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.

6 ნოემბერი 2019 image

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი

2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორცილდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები.

4 ნოემბერი 2019 image

ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხარჯები: 2017-2018 წლები

თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ ლარით გაიზარდა. 2018 წელს მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და ფაქტობრივად მოიცვა დანამატის ის ოდენობა, რომელსაც 2017 წელს ყოველთვიურად იღებდნენ, რის ხარჯზეც საერთო ანაზღაურების ჯამური თანხის მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.

9 ოქტომბერი 2019 image

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს

IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა და წარმოგიდგენთ მის მოკლე შეჯამებას.