სასამართლოს ხელმისაწვდომობა - მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 20 მაისი 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, აქვეყნებს  ანგარიშს „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“ ანგარიში სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს ქართულენოვანი, სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აჯამებს. იგი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს. 

 

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2020 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდს. მთლიანობაში გამოიკითხა 2,290 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI - Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოვლინდა: 

 

- 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის მესამედი (33%) ამბობს, რომ დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდება საქართველოს სასამართლოებში, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 13%-ით მეტი იყო; 

 

- საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საშუალოდ აფასებს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობას, თითქმის მესამედი კი ამბობს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა; 

 

- მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს, ასევე ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის; „საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (51%) ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. 41%-ის აზრით, არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო მოსახლეობის მეათედზე ნაკლები (8%) აცხადებს, რომ არ იცის.“ სამართლებრივი დავების განხილვის ვადებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა არ იცის, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავების განხილვა; 

 

- საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები ხელს უშლის საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მიმართონ სასამართლოს. სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობა, სასამართლოსადმი უნდობლობა, დამნაშავის მიერ მომავალში დაზარალებულზე შურისძიების საფრთხე და სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადება ხელშემშლელი ფაქტორებია საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას მოსალოდნელი სასჯელის გამო და ასევე კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, მიუღებლად მიიჩნევს სასამართლოს გზით დავას; 

 

- საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა; 

 

- მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ სმენია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის (24%), არბიტრაჟის (35%) ან განრიდების შესახებ მაინც (35%); 

 

- საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, ხოლო ნახევარზე მცირედით მეტს არასახელმწიფო/არასამთავრობო იურიდიული დახმარების ცენტრების შესახებ. რაც შეეხება ნდობის საკითხს სახელმწიფო და არასახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურების მიმართ, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ ენდობა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურს, თითქმის მეოთხედი კი - არასახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრებს; 

 

- მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს ჰქონია სურვილი მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა არ მიუმართავს, მიზეზად კი ყველაზე ხშირად საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და სასამართლოს ხარჯებს ასახელებენ; 

 

- საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიუმართავს სასამართლოსთვის. მათი ძირითადი ნაწილი თვლის, რომ საქმის განხილვის ვადები და სასამართლოს ხარჯები ხელს უშლის სასამართლოს ხელმისაწვდომობას; 

 

- მათი უმრავლესობა, ვისაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე მიუმართავს სასამართლოსთვის, სამართალწარმოების გამოცდილებას დადებითად აფასებს.

 

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში. 

 

 

/public/upload/EU/CRRC-EMC-IDFI report_29.04.2020_small size file.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024