დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | აქტუალური თემები | ანალიზი 13 ივლისი 2021

სამართალდამცავთა მიმართ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამ მექანიზმის შექმნის აუცილებლობას წლების განმავლობაში ხაზს უსვამდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე სახალხო დამცველის ოფისი. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით.

 

წინამდებარე კვლევა პირველი დოკუმენტია, რომელიც საქართველოში არსებულ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს კომპლექსურად და ყოველმხრივ აფასებს. მასში ასახულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი, იდენტიფიცირებულია არსებული გამოწვევები და ხარვეზები, გამოვლენილია გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებები, ასევე წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას.

 

ძირითადი მიგნებები

 

- სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის არსებული მოდელი არ ითვალისწინებს ამ პროცესზე პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილების სათანადო გარანტიებს და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების  მიღების რისკს წარმოშობს.

 

- საგამოძიებო დანაყოფში დასაქმებული გამომძიებლების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება მათ საქმეთა სიმრავლეს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას აფერხებს არასაკმარისი ადამიანური, ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი.

 

- სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მანდატი შეზღუდულია წინასწარ განსაზღვრული სუბიექტებით და არ მოიცავს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე რეაგირების უფლებამოსილებას.

 

- საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობაში არ არის სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიების პროცესში ჩადენილი არაძალადობრივი დანაშაულები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის რეაგირების მიღმა ტოვებს.

 

- სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, იგი არ არის აღჭურვილი გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის საკმარისი მექანიზმებით. გამომძიებელი შეზღუდულია, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მიიღოს გადაწყვეტილებები საქმეზე არსებითად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

- საგამოძიებო სამსახურს არ შეუძლია პროკურატურის გარეშე, მათ შორის, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის არსებობის დროსაც, დამოუკიდებლად და დაუყოვნებლივ მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაცია (ვიდეოჩანაწერები), რაც სამართალდამცავი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა.

 

რეკომენდაციები

 

- მიზანშეწონილია, სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობაზე არჩეულ იქნას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით.

 

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საგამოძიებო დანაყოფის სათანადო ადამიანური და მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა რეგიონში სტრუქტურული ერთეულების ეტაპობრივი დამატება.

 

- მიზანშეწონილია, განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის უპირატესი იურისდიქცია ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით, რომელზეც არსებობს ვარაუდი, რომ გამოძიების პროცესში წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი.

 

- აუცილებელია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან ერთად, სარგებლობდეს ფუნქციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. აღნიშნულს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაწყებული საგამოძიებო სისტემის რეფორმის დროული და სრულყოფილი გატარება. რეფორმამ უნდა შექმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ქვეყანაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის, გამომძიებლის პროფესიული დამოუკიდებლობის, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების სწორი გამიჯვნისა და ბალანსისთვის.

 

- მიზანშეწონილია, სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი სარგებლობდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით - ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვის, სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის და სხვა საკითხებზე, რაც საგამოძიებო სისტემის რეფორმის გონივრული განხორციელებით შესაძლებელი იქნება.

 

 

/public/upload/Analysis/GEO-Independent Investigative Mechanism in Georgia-min.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022