კვლევის პრეზენტაცია - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 13 ივლისი 2021

12 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევის - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით გაიმართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ და სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

 

„სამართალდამცავთა მიმართ მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. IDFI-ისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთობლივი კვლევა პირველი დოკუმენტია, რომელიც საქართველოში არსებულ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ყოველმხრივ აფასებს და არსებულ გამოწვევებს აანალიზებს. იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა

 

„სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება და ამ შემთხვევების გამოუძიებლობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევას ადამიანის უფლებებისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მხოლოდ ინსტიტუტის შექმნით პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუკი მას არ ექნება ყველა საჭირო სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმი დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. წარმოდგენილ კვლევაში სიღრმისეულად არის გაანალიზებული კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს სამსახურის ეფექტიანობას და შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების უფრო მაღალ დონეზე დაცვას.“ - აღნიშნა გურამ იმნაძემ

 

კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში, კვლევის ავტორებმა წარმოადგინეს ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

 

- სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მანდატი შეზღუდულია წინასწარ განსაზღვრული სუბიექტებით და არ მოიცავს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე რეაგირების უფლებამოსილებას.

 

- საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობაში არ არის სამართალდამცავთა მხრიდან გამოძიების პროცესში ჩადენილი არაძალადობრივი დანაშაულები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის რეაგირების მიღმა ტოვებს.

 

- სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, იგი არ არის აღჭურვილი გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვის საკმარისი მექანიზმებით. გამომძიებელი შეზღუდულია, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მიიღოს გადაწყვეტილებები საქმეზე არსებითად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

- საგამოძიებო სამსახურს არ შეუძლია პროკურატურის გარეშე, მათ შორის, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის არსებობის დროსაც, დამოუკიდებლად და დაუყოვნებლივ მოიპოვოს კომპიუტერულ სისტემაში შენახული ინფორმაცია (ვიდეოჩანაწერები), რაც სამართალდამცავი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა.

 

- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას აფერხებს არასაკმარისი ადამიანური, ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსი.

 

კვლევის ფარგლებში აღნიშნულია რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კადრების შერჩევა ხორციელდება კომპლექსური კონკურსის საფუძველზე. ამასთან, დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ იურიდიული განათლება სამსახურის გამომძიებლების აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა, რაც პირდაპირ აისახება მათი პროფესიული საქმიანობის ხარისხზე. კვლევის ფარგლებში, ასევე დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობა და გამოქვეყნებული ანგარიშები, საგამოძიებო და ოპერატიული. საქმიანობის გამიჯვნა და დისციპლინური საკითხების გადაწყვეტის პროცესში კოლეგიური ორგანოს ჩართულობა.

 

კვლევა სრულად იხილეთ აქ.

 

     

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024