ინფორმაციის თავისუფლების შესახებ პაკისტანის კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი
მოცემული დორისთვის საქართველოში მიმდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირება. ამ პროცესში კი ყურადსაღებია არამარტო განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, არამედ ისეთი ქვეყნის გამოცდილებაც, როგორიც პაკისტანია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ პაკისტანის კანონის პროექტი შეფასდა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი საუკეთესო კანონმდებლობის მქონე ქვეყანა ინფორმაციის თავისუფლების გლობალური რეიტინგში. წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა.